ბრუსკეტა

20 წუთი

Image-empty-state.png

მომზადების მეთოდი:

1. გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე.

2. პურის ნაჭრებს მოასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და ორივე მხრიდან კარგად დაბრაწეთ (ტაფაზე ან გრილზე).

3. 1 კბილი ნიორი დააქუცმაცეთ ან დაჭყლიტეთ.

4. პერგამენტის ქაღალდი მოათავსეთ ღუმელის ლანგარზე.

5. პერგამენტის ქაღალდზე დააწყვეთ პომიდვრები, მოასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ პილპილი, მარილი, ორეგანო და ნიორი.

6. შედგით პომიდორი ღუმელში დაახლოებით 4-5 წუთი (ან სანამ პომიდორი ოდნავ არ მოიბრაწება) (შენიშვნა: პერიოდულად შეამოწმეთ ღუმელი, რათა პომიდორი ზედმეტად არ დაიწვას).

7. 3 ცალი მომზადებული, ცხელი პომიდორი მოათავსეთ ჯამში და დაჭყლითეთ.

8. დაბრაწული პურის ნაჭრებს კარგად წაუსვით ნიორი, ზემოდან კი წაუსვით დაჭყლეტილი პომიდორის საწებელი.

9. საწებელს დაადეთ და სულ ოდნავ გადაუსვით კრემყველი.

10. ყველზე ზემოდან მოათავსეთ გამომცხვარი პომიდვრები და მოასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი მეტი გემოსთვის.


თქვენი უგემრიელესი ბრუსკეტა მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ინგრედიენტები:

  • რუხი პური (2 ნაჭერი)

  • ზეითუნის ზეთი

  • ნიორი (2 კბილი)

  • პომიდორი ჩერი (7-8ც.)

  • ორეგანო (ქორფა ან დაფქული)

  • კრემყველი (100გ.)

  • მარილი

  • პილპილი