დაკოსი (ბერძნული ბრუსკეტა)

5-10 წუთი

Image-empty-state.png

მომზადების მეთოდი:

1. გაჭერით ფუნთუშა შუაზე და მოასხით 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.

2. დაჭერით პომიდორი პატარა ზომის კუბებად.

3. ჯამში, ცოტაოდენ ზეითუნის ზეთთან, ორეგანოსთან და პილპილთან ერთად ამოურიეთ პომიდორი.

4. მოათავსეთ პომიდორი ფუნთუშაზე და ზემოდან მოათავსეთ ასევე სასურველ ნაჭრებად დაჭრილი ყველი ფეტა.


უმარტივესი და უგემრიელესი დაკოსი მზადაა! გემრიელად მიირთვით :)

ინგრედიენტები:

  • რუხი პურის ფუნთუშა (1/2 ც.)

  • პომიდორი (1 საშუალო)

  • ყველი ფეტა (2-3 სუფრის კოვზი)

  • ზეითუნის ზეთი (2-3 სუფრის კოვზი)

  • პილპილი

  • ორეგანო (1/2 ჩაის კოვზი)