კარტოფილის ბურთები მოცარელათი

1 საათი 20 წუთი

Image-empty-state.png

მომზადების მეთოდი:

1. გათალეთ კარტოფილი და 5-10 წუთით ჩადეთ ცივ წყალში რათა კარტოფილიდან გამოვიდეს ზედმეტი სახამებელი.

2. დაჭერით კარტოფილი დიდი ზომის კუბებად და მოხარშეთ.

3. სანამ კარტოფილი იხარშება დაჭერით ყველი პატარა ზომის კუბებად.

4. მოცარელას კუბები მოათავსეთ ხელსახოცზე რათა მოაშოროთ ზედმეტი სითხე.

5. საშუალო ზომის ჯამში მოათავსეთ საფანელი, მარილი, პილპილი და პაპრიკა.

6. ამასობაში, მოხარშული კარტოფილი კარგად დაჭყლიტეთ და დახეხილ პარმეზანთან ერთად გადაურიეთ.

7. საშუალო ზომის ბურთულებათ დაამრგვალეთ კარტოფილის პიურე და შუაში მოათავსეთ მოცარელად კუბები.

8. მოათავსეთ ცალკე ჯამში ფქვილი და ცალკე ჯამში ათქვეფილი კვერცხი.

9. მოათავსეთ თითოეული ბურთულა ჯერ ფქვილში, შემდგომ ათქვეფილ კვერცხში, შემდგომ საფანელში და კიდევ ერთხელ კვერცხში და შემდგომ ისევ საფანელში.

10. საშუალო ჯამში ჩაასხით ზეთი და დაელოდეთ როდის გაცხელდება.

11. სანამ ზეთი ცხელდება, მომზადებული ბურთულები მოათავსეთ მაცივარში.

12. ჩაყარეთ ბურთულები გაცხელებულ ზეთში და გააჩერეთ დაახლოებით 4 წუთით (ან სანამ არ მიიღებს მოოქროსფრო ფერს).


უგემრიელესი კარტოფილის ბურთულები მოცარელათი მზადაა! გემრიელად მიირთვით :)


(მოცარელას მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ სულგუნი :) )

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი (400-500 გ.)

  • მოცარელა (100 გ.)

  • პარმეზანი (50 გ.)

  • პილპილი

  • მარილი

  • კვერცხი (3 ც.)

  • ფქვილი (50 გ.)

  • საფანელი (200 გ.)

  • პაპრიკა (5 გ.)