კარტოფილი ფრი

40-45 წუთი

Image-empty-state.png

მომზადების მეთოდი:

1. დაჭერით კარტოფილი სასურველი სისქის ნაჭრებად.

2. მოათავსეთ დაჭრილი კარტოფილი ცივწ ყალში დაახლოებით 30 წუთით, რათა გამოვიდე სახამებელი.

3. დროის გასვლის შემდეგ გადაავლეთ კარტოფილს წყალი და მოათავსეთ ქვაბში, ადუღებულ წყალში 5 წუთით.

4. დაუმატეთ ½ ჩ.კ. მარილი.

5. დროის გასვლის შემდგომ ამოიღეთ კარტოფილი ქვაბიდან და ხელახლა გადაავლეთ ცივი წყალი, რათა კარტოფილი მალე გაცივდეს.

6. მოათავსეთ გაციებული კარტოფილი ხელსახოცზე ან ტილოზე და კარგად გაამშრალეთ ზემდეტი წყლისაგან.

7. სიმარტივისთვის, გამშრალებული კარტოფილი მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში, დაუმატეთ სახამებელი და კარგად ამოურიეთ რათა სახამებელი თანაბრად გადანაწილდეს ყველა ნაჭერზე.

8. ზემდეტი სახამებელი შეგიძლიათ ხელით ჩამოფერთხოთ და მოათავსოთ წინასწარ გაცხელებულ ზეთიში (დაბალ ტემპერატურაზე) 3 წუთით.

9. დროის გასვლის შემდეგ გადმოიღეთ კარტოფილი გასაგრილებლად და რამოდენიმე წუთში ხელახლა მოათავსეთ წინასწარ გაცხელებულ ზეთში (დაბალ ტემპერატურაზე) დამატებით 3-4 წუთით, ან სანამ კარტოფილი არ მიიღებს მოოქროსფრო შეფერილობას.


გემრიელი და ხრაშუნა კარტოფილი ფრი მზადაა, გემრიელად მიირთვით! :)

ინგრედიენტები:

  • დიდი კარტოფილი (2 ც. / 720 გ.)

  • მარილი (1/2 ჩ.კ.)

  • სიმინდის ან კარტოფილის სახამებელი (2 ს.კ.)

  • ზეთი (შესაწვავად)