სალსა

1 საათი 30 წუთი

Image-empty-state.png

მომზადების მეთოდი:

1. გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსზე.

2. დაჭერით 2 ცალი პომიდორი პატარა ზომის კუბებად და მოათავსეთ საშუალო ზომის ჯამში.

3. დააქუცმაცეთ ან დაჭყლიტეთ ნიორი.

4. დაჭერით ხახვი პატარა ზომის კუბებად.

5. წვრილად დაჭერით მწვანე წიწაკა და ქინძი.

6. ყველა დაჭრილი ინგრედიენტი დაუმატეთ პომიდორს და მოაყარეთ მარილი.

7. კარგად ამოურიეთ.

8. დაჭერით ლავაში სამკუთხედებად და წინასწარ გაცხელებულ ღუმელში შედგით 5-6 წუთით ან სანამ კარგად არ მოიბრაწება.

9. გაცხელებულ ტაფაზე მოათავსეთ დარჩენილი 2 კანგაუცლელი პომიდორი და გამომშრალი წითელი წიწაკა.

10. კარგად დაბრაწეთ (შენიშვნა: ინგრედიენტები უნდა დაიბრაწოს მშრალ ტაფაზე, არ დაუმატოთ ზეთი ან რამე სხვა ცხიმი).

11. დაბრაწული პომიდორი და წითელი წიწაკა კარგად დააბლენდერეთ და თხევადი სოუსი დაუმატეთ დაჭრილ ინგრედიენტებს.

12. სალსას სოუსი შედგით მაცივარში 1 საათით.

13. 1 საათის შემდგომ გამოიღეთ სოუსი მაცივრიდან და მიირთვით კრატუნა ლავაშთან ერთად 😊.


გემრიელად მიირთვით!

ინგრედიენტები:

  • ლავაში

  • პომიდორი (4ც.)

  • ნიორი (4 კბილი)

  • ხახვი (1ც.)

  • ქინძი

  • მწვანე წიწაკა ჩილი (1ც.)

  • გამომშრალი წითელი წიწაკა ჩილი (3ც.)