სულგუნის კუბები და მოცარელას ბურთები

25-30 წუთი

Image-empty-state.png

მომზადების მეთოდი:

1. საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით ზეთი და მიიყვანეთ დუღილამდე.

2. სანამ ელოდებით ზეთის გაცხელებას დაჭერით სულგუნი საშუალო ზომის კუბებად.

3. დიდი ზომის ჯამში ჩაყარეთ სიმინდის და ხორბლის ფქვილი.

4. დაუმატეთ დაფქული წითელი წიწაკა, მარილი და პილპილი.

5. კარგად ამოურიეთ და მორევის პარალელურად დაამატეთ წყალი.

6. დამატებითი სიცხარისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ წითელი ჩილის სოუსი.

7. სულგუნი და მოცარელა კარგად ამოავლეთ მიღებულ მასაში.

8. პარალელურად, საშუალო ზომის ჯამში მოათავსეთ საფანელი და ყველის ნაჭრები. გადმოიტანეთ ყველი საფანელში და კარგად ამოურიეთ, რათა საფანელი მთლიანად მოედოს.

9. საფანელში ამოვლებული ყველი ფრთხილად მოათავსეთ წინასწარ გაცხელებულ ზეთში და აცადეთ სანამ ყველის ნაჭრები არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას.

10. გადმოიღეთ შემწვარი ყველი სასურველ თეფშზე და დააგემოვნეთ თუ რომელი უფრო წელვადი და გემრიელი იქნება, ქართული სულგუნი თუ იტალიური მოცარელა :) .


გემრიელად მიირთვით!


ინგრედიენტები:

  • ხორბლის ფქვილი (100გ.)

  • სიმინდის ფქვილი (35გ.)

  • დაფქული წითელი წიწაკა (1/2 ჩაის კოვზი)

  • ცივი წყალი (240მლ.)

  • მარილი

  • პილპილი

  • საფანელი

  • წითელი ჩილის სოუსი (ცხარე)

  • ყველი სულგუნი (100გ.)

  • ყველი მოცარელა (100გ.)

  • ზეთი (200მლ.)