ტაჰინი

15 წუთი

Image-empty-state.png

მომზადების მეთოდი:

1. საშუალოზე დაბალ ტემპერატურაზე, ტაფაზე მოათავსეთ სეზამის მარცვლები სანამ არ მიიღებენ ღია ოქროსფერ შეფერილობას (შენიშვნა: მოურიეთ სისტემურად, რათა სეზამის მარცვლები ზედმეტად არ დაიბრაწოს და არ მიიღოს ყავისფერი შეფერილობა).

2. გადმოიტანეთ სეზამის მარცვლები გაშლილ ადგილას გასაცივებლად.

3. მოათავსეთ გაგრილებული სეზამის მარცვლები ბლენდერში და დააბლენდერეთ სანამ არ მიიღებთ ფხვიერ მასას.

4. ფხვიერ მასას დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი ზეთი და 2-3 წუთის განმავლობაში დააბლენდერეთ (შენიშვნა: პერიოდულად გააჩერეთ ბლენდერი და მოაშორეთ მასა ბლენდერის გვერდებს).

5. დააბლენდერეთ სანამ არ მიიღებთ სეზამის მარცვლების პასტას (საჭიროების შემთხვევაში დაუმატეთ დამატებით 1 სუფრის კოვზი ზეთი).

6. გასინჯეთ ტაჰინი და გემოვნებით დაუმატეთ მარილი.

7. დააბლენდერეთ კვალვ 5-10 წამის განმავლობაში და თქვენი ტაჰინი მზადაა.


გემრიელად მიირთვით :)

ინგრედიენტები:

  • სეზამის მარცვლები (140 გ.)

  • მზესუმზირის ზეთი (2-4 სუფრის კოვზი)

  • მარილი (1 მწიკვი)