ქათმის პოპკორნი

50-60 წუთი

Image-empty-state.png

მომზადების მეთოდი:

1. საშუალო ზომის ჯამში ჩაასხით ნაღები.

2. დაუმატეთ ცხარე სოუსი.

3. დაჭერით ქათმის ფილე საშუალო ზომის კუბებად.

4. ჩადეთ ქათამი ნაღებში და დატოვეთ 30 წუთის განმავლობაში დასამარინადებლად.

5. ცალკე ჯამში ჩაყარეთ ფქვილი და მოაყარეთ პილპილი, მარილი და პაპრიკა.

6. კარგად ამოურიეთ.

7. დამარინადებული ქათამი ჩაალაგეთ ფქვილში და კარგად ამოურიეთ.

8. დიდ ქვაბში ჩაასხით ზეთი და მიიყვანეთ დუღილამდე (200 გრადუსამდე) (შენიშვნა: იმისთვის რომ გავიგოთ სასურველ ტემპერატურაზეა თუ არა ზეთი, შეგიძლიათ პურის პატარა ნაჭერი ჩააგდოთ ზეთში, თუ იგი დაიწყებს შიშხინს, ესე იგი, თქვენი ზეთი მზადაა გამოსაყენებლად).

9. ადუღებულ ზეთში ფრთხილად ჩადეთ ქათმის ნაჭრები და დააცადეთ, სანამ კარგად არ მოიბრაწება.

10. პატარა ზომის ჯამში ჩაასხით მაიონეზი, თაფლი, ცხარე სოუსი, სოიოს სოუსი.

11. კარგად მოურიეთ სოუსს, დაამატეთ პილპილი და წითელი ჩილის სოუსი.


გემრიელად მიირთვით!

ინგრედიენტები:

  • ნაღები (500მლ.)

  • ტობასკოს ცხარე სოუსი (გემოვნებით)საშუალო ზომის ქათმის ფილე (2ც)

  • ფქვილი (250გრ.)

  • მარილი (1/4 ჩაის კოვზი)

  • პილპილი (1/4 ჩაის კოვზი)

  • პაპრიკა (1 ჩაის კოვზი)

  • მაიონეზი (1 სუფრის კოვზი)

  • თაფლი (2 ჩაის კოვზი)

  • სოიოს სოუსი (2 ჩაის კოვზი)

  • წითელი ჩილი წიწაკის ცხარე სოუსი