ქორნდოგი

40 წუთი

Image-empty-state.png

მომზადების მეთოდი:

1. დაჭერით სოსისი და ყველი, საშუალო ზომის თანაბარ ნაჭრებად.

2. ხის ჩხირებზე ააცვით სოსისი და ყველის კუბები თანმიმდევრულად.

3. საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით ზეთი და დაელოდეთ სანამ არ დაიწყებს დუღილს.

4. სანამ ზეთი ცხელდება, დიდი ზომის ჯამში ჩაყარეთ ხორბლის და სიმინდის ფქვილი.

5. დააყარეთ მარილი, შაქარი და გამაფხვიერებელი.

6. კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაამატეთ რძე.

7. ჯამში დაამატეთ კვერცხი და კარგად მოურიეთ, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი, თხევადი მასა (ცომი).

8. თხევადი მასა გადაიტანეთ მაღალ და ვიწრო ჭიქაში.

9. ჩხირებზე აცმული სოსისი და ყველი მთლიანად ამოავლეთ თხევად ცომში და მალევე, ფრთხილად მოათავსეთ გაცხელებულ ზეთში.

10. დაბრაწული ქორნდოგი ფრთხილად ამოიღეთ ზეთიდან და მოათავსეთ ხელსახოციან თეფშზე, რათა ზედმეტი ზეთი მთლიანად მოშორდეს.

11. გადაიტანეთ ქორნდოგი თეფშზე და სასურველ სოუსთან ერთად გემრიელად მიირთვით!


ინგრედიენტები:

  • სოსისი (6ც.)

  • ყველი სულგუნი (300-350გ.)

  • ხორბლის ფქვილი (155გ.)

  • სიმინდის ფქვილი (120გ.)

  • მარილი (1 ჩაის კოვზი)

  • შაქარი (50გ.)

  • გამაფხვიერებელი (4გ.)

  • კვერცხი (2ც.)

  • რძე (180მლ.)

  • ზეთი (200მლ.)

  • *აუცილებელი ნივთი - დაგჭირდებათ გრძელი ხის ჩხირები რაზეც ააწყობთ თქვენს ქორნდოგს.