ხახვის რგოლები

25-30 წუთი

Image-empty-state.png

მომზადების მეთოდი:

1. საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით ზეთი და მიიყვანეთ დუღილამდე.

2. სანამ ელოდებით ზეთის გაცხელებას დაჭერით ხახვი საშუალო სისქის რგოლებად.

3. გააცალკევეთ ყველა რგოლი ერთმანეთისგან.

4. დიდი ზომის ჯამში ჩაყარეთ სიმინდის და ხორბლის ფქვილი.

5. დაუმატეთ დაფქული წითელი წიწაკა, მარილი და პილპილი.

6. კარგად ამოურიეთ და მორევის პარალელურად დაამატეთ წყალი.

7. დამატებითი სიცხარისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ წითელი ჩილის სოუსი.

8. ხახვის რგოლები ამოავლეთ მიღებულ მასაში კარგად.

9. პარალელურად, საშუალო ზომის ჯამში მოათავსეთ საფანელი, ხახვის რგოლები შემდგომ გადმოიტანეთ საფანელში და კარგად ამოურიეთ, რათა საფანელი მთლიანად მოედოს რგოლებს.

10. საფანელში ამოვლებული ხახვის რგოლები მოათავსეთ გაცხელებულ ზეთში და აცადეთ, სანამ რგოლები ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს.

11. კარგად დაბრაწული და ხრაშუნა ხახვის რგოლები გადმოალაგეთ თქვენთვის სასურველ თეფშზე ან სხვა ჭურჭელში და გემრიელად ახრამუნეთ!

ინგრედიენტები:

  • დიდი ზომის ხახვი (1ც.)

  • ხორბლის ფქვილი (100გ.)

  • სიმინდის ფქვილი (35გ.)

  • დაფქული წითელი წიწაკა (1/2 ჩაის კოვზი)

  • ცივი წყალი (240მლ.)

  • მარილი

  • პილპილი

  • საფანელი

  • წითელი ჩილის სოუსი (ცხარე)

  • ზეთი (200მლ.)