ჰუმუსი

15-20 წუთი

Image-empty-state.png

მომზადების მეთოდი:

1. ტაჰინი და ლიმონის წვენი მოათავსეთ ბლენდერში.

2. დააბლენდერეთ 1 წუთის განმავლობაში.

3. შემდეგ კარგად ამოურიეთ და კიდევ დააბლენდერეთ 30 წამის განმავლობაში.

4. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, დაჭყლეტილი ნიორი, ძირა, მარილი და დააბლენდერეთ 30 წამის განმავლობაში.

5. შემდეგ ისევ ამოურიეთ და დააბლენდერეთ, სანამ კარგად არ შეერევა ინგრედიენტები ერთმანეთს.

6. კარგად გარეცხეთ და დაწურეთ მუხუდო.

7. მუხუდოს ნახევარი მოათავსეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ 1 წუთის განმავლობაში.

8. კარგად ამოურიეთ, დაუმატეთ დარჩენილი მუხუდო და დააბლენედრეთ, სანამ არ მიიღებთ სქელ, გლუვ მასას (დაახლოებით 1-2 წუთი).

9. გასათხელებლად ჩარტულ ბლენდერში ნელ-ნელა დაამატეთ 2 ან 3 სუფრის კოვზი წყალი.

10. სერვირებისას მოასხით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ პაპრიკა.


გემრიელად მიირთვით!

ინგრედიენტები:

  • მუხუდო (250 გ.)

  • დიდი ზომის ლიმონი (1ც.)

  • ტაჰინი (60 მლ./4 ს.კ.)

  • ნიორი (1 კბილი)

  • ზეითუნის ზეთი (30 მლ./2 ს.კ.)

  • დაფქული ძირა (1/2 ჩ.კ.)

  • მარილი გემოვნებით

  • წყალი (30-45 მლ./2-3 ს.კ.)

  • პაპრიკა