ბურიტო

45-50 წუთი

გურული-ღვეზელი.jpg

მომზადების მეთოდი:

1. წინასწარ დახეხეთ ყველი.

2. დაჭერით ხორცი საშუალო ზომის კუბებად და კარგად დაკეპეთ ნაჯახით.

3. წინასწარ დაჭერით პომიდორი საშუალო ზომის კუბებად და მწვანე ხახვი გემოვნებით.

4. გაახურეთ ტაფა, მოასხით ზეთი და მოათავსეთ დაკეპილი ხორცი.

5. მოაყარეთ დაღერღილი წითელი წიწაკა, პილპილი და მარილი.

6. პერიოდულად მოურიეთ რათა ხორცი ზედმეტად არ დაიბარწოს და სუნელები კარგად გადანაწილდეს.

7. როდესაც ხორცი მიიღებს შეფერილობას მოაყარეთ დაჭრილი პომიდორი და მწვანე ხახვი.

8. კარგად ამოურიეთ და დაამატეთ ქილის პომიდორი მეტი წვენისთვის.

9. მოაყარეთ პაპრიკა, კარგად ამოურიეთ და ამის შემდგომ დაუმატეთ დახეხილი ყველი.

10. ყველი ამოურიეთ და აცადეთ სანამ ყველი სრულად არ დადნება.

11. მომზადებული ხორცი მოათავსეთ ტორტიაზე და გადაახვიეთ (ისე როგორც ვიდეოშია ნაჩვენები).

12. ბურიტო თითქმის მზადაა! ტორტია მოათავსეთ ტაფაზე ან ტოსტერში რათა გარედან კარგად დაიბრაწოს.

13. თქვენი უგემრიელესი ბურიტო მზადაა!


გემრიელად მიირთვით.

ინგრედიენტები:

  • საქონლის ხორცი     (300 გ.)

  • დაკონსერვებული კანგაცლილი პომიდორი     (260 გ.)

  • სასურველი ყველი     (150 გ.)

  • მწვანე ხახვი

  • დიდი ზომის პომიდორი     (1 ც.)

  • დაღერღილი წითელი წიწაკა     (1-2 ჩაის კოვზი)

  • პაპრიკა     (2 სუფრის კოვზი)

  • ტორტია ან თხელი ლავაში