გამომცხვარი კარტოფილი ბეკონითა და ყველით

1 საათი 15 წუთი

გურული-ღვეზელი.jpg

მომზადების მეთოდი:

1. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.

2. ჩაჭერით კარტოფილი ისე, როგორც ვიდეოშია მოცემული.

3. მოაყარეთ პილპილი და მარილი.

4. წაუსვით გამდნარი კარაქი და პერგამენტის ქაღალდით შედგით ღუმელში 45 წუთით.

5. როდესაც გამოიღებთ ღუმელიდან, დააცადეთ 2-3 წუთი, რათა კარტოფილი ოდნავ გაცივდეს (შენიშვნა: ღუმელი არ გამორთოთ, რადგან მალევე დაგჭირდებათ).

6. კიდევ ერთხელ გადაუსვით გამდნარი კარაქი.

7. დაიწყეთ დაჭრილი ბეკონისა და ყველი გაუდას ჩალაგება ჩაჭრილ კარტოფილში.

8. დაჭრილი მდნარი ყველის ფირფიტები დაალაგეთ კარტოფილს ზემოდან.

9. შედგით ღუმელში დამატებით 15 წუთით.

10. გამოიღეთ კარტოფილი ღუმელიდან, გადმოაწყვეთ თეფშზე და გემრიელად მიირთვით !

ინგრედიენტები:

  • საშუალო ზომის კარტოფილი (3ც.)

  • ბეკონი (4-5ც.)

  • გამდნარი კარაქი (25გრ.)

  • პილპილი

  • მარილი

  • ყველი გაუდა (3 ნაჭერი)

  • მდნარი ყველის ფირფიტები (3ც.)