გოგრის კრემ-სუპი

1 საათი 20 წუთი

გურული-ღვეზელი.jpg

მომზადების მეთოდი:

1. გათალეთ გოგრა.

2. გამოასუფთავეთ შიგნეულობისგან და დაჭერით საშუალო ზომის კუბებად.

3. დაჭერით ხახვი, ნიორი და სტაფილო დიდი ზომის კუბებად.

4. დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე, ჩაასხით ზეითუნის ზეთი და დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი.

5. ხახვი მოთუშეთ 3-4 წუთის განმავლობაში (შენიშვნა: პერიოდულად მოურიეთ, რათა ხახვი არ დაიწვას).

6. დაამატეთ სტაფილო და დააცადეთ კიდევ 2-3 წუთი.

7. ქვაბში ჩაყარეთ გოგრა და დაუმატეთ წყალი/ბულიონი.

8. დაუმატეთ პილპილი და მარილი და მიიყვანეთ დუღილამდე.

9. დუღილამდე მისვლისთანავე დაუწიეთ ცეცხლს და ნელი დუღილით დააცადეთ 25-30 წუთი ან სანამ ინგრედიენტები არ დარბილდება (შენიშვნა: ბოსტნეული შეამოწმეთ ჩანგლის ჩარჭობით. თუ ჩანგალი უპრობლემოდ ჩადის ბოსტნეულში, თქვენი ინგრედიენტები მზადაა).

10. ინგრედიენტები კარგად დააბლენდერეთ.

11. დაუმატეთ ნაღები და დაფქული მუსკატის კაკალი (ჯავზი).

12. კარგად მოურიეთ, მიიყვანეთ ნელ დუღილამდე და გადმოდგით გაზიდან.

13. თქვენი კრემ-სუპი მზადაა. მოათავსეთ სასურველ თეფშში, დაუმატეთ ცოტაოდენი ნაღები და გემრიელად მიირთვით! 😊

ინგრედიენტები:

  •  გოგრა (1კგ.)

  • დიდი ზომის ხახვი (1ც.)

  • სტაფილი (1-2ც.)

  • ნიორი (1-2 კბილი)

  • ზეითუნის ზეთი (2 სუფრის კოვზი)

  • წყალი ან ქათმის ბულიონი (1ლ.)

  • ნაღები (45მლ.)

  • მარილი (1 ჩაის კოვზი)

  • პილპილი (1/2 ჩაის კოვზი)

  • დაფქული მუსკატის კაკალი (ჯავზი) (1/2 ჩაის კოვზი)