იმერული ხაჭაპური

40 წუთი

გურული-ღვეზელი.jpg

მომზადების მეთოდი:

1. პირველ რიგში 2-3 სუფრის კოვზ თბილ წყალში ჩაყარეთ საფუარი და კარგად მოურიეთ რათა საფუარი გააქტიურდეს.

2. ამის შემდგომ დიდ ჯამში მოათავსეთ მაწონი და დაუმატეთ სოდა.

3. კარგად მოურიეთ 1-2 წუთის განმავლობაში.

4. დაუმატეთ მარილი და კიდევ მოურიეთ.

5. დაამატეთ ჯამში კვერცხი და ათქვიფეთ.

6. ასევე დაუმატეთ დაახლოებით 80 მლ. ზეთი და მორევის პარალელურად ჩაასხით გააქტიურებული საფუარი.

7. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და კარგად მოზილეთ ცომი.

8. ცომის მოზელის პარალელურად დაუმატეთ დარჩენილი ზეთი.

9. კარგად მოზელილი ცომს გადააფარეთ ნაჭერი და ოთახის ტემპერატურაზე დაასვენეთ დაახლოებით 20-25 წუთი.

10. ამასობაში, წინასწარ გაახურეთ ღუმელი 250 გრადუსზე.

11. სანამ ელოდებით ცომის აფუებას, დახეხეთ ყველი.

12. აფუებული ცომი კიდევ ერთხელ მოზილეთ 1-2 წუთის განამვლობაში და დაყავით ტოლ (დაახ. 250 გ.) ბურთულებად.

13. თითოეული ბურთულა ხელებით ოდნავ გააბრტყელეთ და ცენტრში მოათავსეთ იმდენი გრამი ყველი რამდენი გრამიც გამოგივიდათ თითოეული ცომის ბურთულა.

14. ყველს ზემოდან მოაყარეთ მწიკვი ფქვილი რათა ხაჭაპური არ გაიხსნას.

15. შეუკარით ხაჭაპურს პირი ისე როგორც ვიდეოშია მოცემული და კარგად გააბრტყელეთ.

16. ხაჭაპურს ღუმელში შედგმამდე აუცილებლად ამოუღეთ (გაუჭერით) გული რათა გამოცხობისას ჰაერი გამოვიდეს და ცომი არ გაიხეს.

17. მოაყარეთ ფქვილი გამოსაცხობ ლანგარს და მოათავსეთ ხაჭაპური.

18. შედგით ხაჭაპური წინასწარ გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთით.

19. გადმოიღეთ ხაჭაპური ლანგარიდან და სურვილისამებრ გადაუსვით ცოტაოდენი კარაქი.


თქვენი უგემრიელესი იმერული ხაჭაპური მზადაა :) გემრიელად მიირთვით!

ინგრედიენტები:

  • ხორბლის ფქვილი (800 გ.)

  • მაწონი (500 გ.)

  • მზესუმზირის ზეთი (100 მლ.)

  • კარაქი (100 მლ.)

  • კვერცხი (1 ც.)

  • მარილი (1/2 ჩ.კ.)

  • სოდა (1 ჩ.კ.)

  • საფუარი (1 ს.კ.)

  • ყველი იმერული (1 კგ.)

  • ყველი სულგუნი (500 გ.)