კესადია

40 წუთი

გურული-ღვეზელი.jpg

მომზადების მეთოდი:

1. გააცხელეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე, დაასხით ზეთი და დადეთ ქათმის ფილე.

2. ქათმის ფილე 5 წუთში ერთხელ ამოატრიალეთ, რათა შეამოწმოთ კარგად დაიბრაწა თუ არა თითოეული მხარე.

3. ჯამში დახეხეთ ორივე სახეობის ყველი.

4. დაჭერით ბულგარული წიწაკა, ხახვი და მწვანე წიწაკა პატარა კუბებად.

5. დაასხით ტაფას ზეთი და დაბალ ცეცხლზე მოთუშეთ დაჭრილი ბოსტნეული 8-10 წუთის განმავლობაში (შენიშვნა: ხშირად ამოურიეთ, რათა ბოსტნეული ზედმეტად არ დაიბრაწოს).

6. დაჭერით დაბრაწული ქათამი სასურველ ნაჭრებად და მოათავსეთ ტორტიაზე.

7. მომზადებული ბოსტნეული მოათავსეთ ქათამთან ერთად და მოაყარეთ დახეხილი ყველი.

8. გადაკეცეთ ტორტია შუაზე (ნახევარმთვარის ფორმაზე) და ფრთხილად მოათავსეთ გაცხელებულ ტაფაზე. (შენიშვნა: ტაფას დაახურეთ თავსახური რათა ყველი კარგად დადნეს.)

9. კარგად დაბრაწეთ თითოეული მხარე და გადმოიღეთ ტაფიდან.

10. დაჭერით სასურველ ნაჭრებად და გემრიელად მიირთვით! 😊

ინგრედიენტები:

  • ქათმის მკერდი (ფილე) (2ც.)

  • მწვანე ბულგარული წიწაკა (1/2ც.)

  • მწვანე წიწაკა ჩილი (1/2ც.)

  • ხახვი (1/2ც.)

  • ტორტია

  • ყველი ჩედარი (ყვითელი) (150გრ.)

  • ყველი გაუდა (150გრ.)

  • მარილი

  • პიპლიპი

  • ზეთი