კლასიკური ბურგერი

25-30 წუთი

გურული-ღვეზელი.jpg

მომზადების მეთოდი:

1. გაჭერით ფუნთუშა ორად, წაუსვით ცოტაოდენი კარაქი და მოათავსეთ გაცხელებულ ტაფაზე, რათა კარგად დაიბრაწოს.

2. ტაფაზე მოათავსეთ ბეკონი და ორივე მხრიდან დაბრაწეთ (შენიშვნა: ბეკონი დაბრაწეთ ყოველგვარი დამატებითი ზეთის/ცხიმის გარეშე, ვინაიდან თავად ბეკონს აქვს საკმარისი ცხიმი).

3. ბეკონის ცხიმში, მინიმალურ ცეცხლზე მოათავსეთ დაჭრილი ხახვი და აცადეთ სანამ არ დაკარამელიზირდება (შენიშვნა: კარამელიზაციას სჭირდება დიდი დრო. ასევე პერიოდულად მოურიეთ ხახვს)/ ან გამოიყენეთ უმი ხახვის რგოლები

4. სანამ ამზადებთ ხახვს, წინასწარ დაჭერით პომიდორი და გარეცხეთ სალათის ფურცელი.

5. ხორცის ფარში გაყავით ორ თანაბარ ნაწილად და დაამგრვალეთ ბურთულად.

6. ბურთულები მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდზე.

7. მოაყარეთ პილპილი და მარილი.

8. დაასხით ტაფას ზეთი და გააცხელეთ.

9. საშუალო ცეცხლზე ბურთულები მოათავსეთ ტაფაზე.

10. ბურთულების დადებისთანავე დააბრტყელეთ ხორცი სამზარეულოს ნიჩბის დახმარებით (შენიშვნა: სამზარეულოს ნიჩაბი დაადეთ პერგამენტის ქაღალდს და არა პირდაპირ ხორცს. წინააღდმეგ შემთხვევაში ნიჩაბმა შეიძლება მიიკრას ხორცი).

11. დაბრტყელების შემდგომ ხორცს მოაშორეთ პერგამენტის ქაღალდი და 2-3 წუთის განმავლობაში დააცადეთ ხორცს დაბრაწვა. (შენიშვნა: შესაძლოა, ხორცს დასჭირდეს უფრო დიდი დრო, შესაბამისად თითოეულ მხარეს დააცადეთ, სანამ ბოლომდე არ დაიბრაწება).

12. როდესაც ხორცის ერთი მხარე დაიბრაწება, ამოატრიალეთ და დაადეთ ყველის ფირფიტები. ტაფას დაახურეთ თავსახური, რათა ყველი კარგად დადნეს. (შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ ხორცის მეორე მხარე უფრო მალე დაიბრაწება, რადგან ტაფა უკვე კარგად გახურებულია).

13. სანამ ხორცი იწვება, დაბრაწულ ფუნთუშაზე წაუსვით სოუსი და დაადეთ სალათის ფურცელი.

14. ამასობაში მომზადებული ხორცი გადმოიღეთ ტაფიდან და პირდაპირ მოათავსეთ სალათის ფურცელზე.

15. ზემოდან დაადეთ პომიდვრის ნაჭრები, ბეკონი და ხახვი.

16. მეორე ფუნთუშასაც წაუსვით სოუსი და დააფარეთ თავზე.

17. თქვენი ბურგერი მზადაა.


გემრიელად მიირთვით!

ინგრედიენტები:

  •  საქონლის ხორცი (კისერი) (300გრ.)

  •  ბურგერის ფუნთუშა (1ც.) *(ფუნთუშას რეცეპტი იხილეთ ჩვენს საიტზე)

  •  კარაქი

  •  ბეკონი (2-3ც.)

  •  პატარა ზომის ხახვი (1/2ც.)

  •  მარილი

  •  პილპილი

  •  მდნარი ყველის ფირფიტები (2ც.)

  •  სპეციალური სოუსი *(სოუსის რეცეპტი იხილეთ ჩვენს  საიტზე)

  •  სალათის ფურცელი „აისბერგი“

  •  პომიდორი