ლაზანია

2 საათი 30 წუთი

გურული-ღვეზელი.jpg

მომზადების მეთოდი:

1. წინასწარ დაჭერით ხახვი და დახეხეთ სტაფილო.

2. დიდ ტაფაზე დაასხით 1 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი და 100 გ. კარაქი.

3. გამდნარ კარაქს, დაბალ ტეპმერატურაზე დაუმატეთ ნიორი და საშუალო ზომაზე დაჭრილი ხახვი.

4. სანამ ხახვი გახდება ოქროსფერი, დაუმატეთ დახეხილი სტაფილო, მოურიეთ და დახურული თავსახურით გააჩერეთ (3-4 წუთი).

5. დროის გასვლის შემდგომ დაუმატეთ ფარში, კარგად ამოურიეთ და ისევ დახურული თავსახურით გააჩერეთ 15-20 წუთი.

6. დროის გასვლის შემდეგ დაუმატეთ ღვინო.

7. 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ კონსერვის კანგაცლილი პომიდორი და 1 კოვზი შაქარი.

8. დაუმატეთ ნახევარი ჩ.კ. ორეგანო და ბაზილიკი.

9. დახურული თავსახურით, დაბალ ტემპერატურაზე გააჩერეთ სოუსი და 15 წუთით ადრე დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

10. შემდეგ მოამზადეთ ბეშამელის სოუსი - საშუალო ზომის ქვაბში გაადნეთ კარაქი.

11. გამდნარ კარაქს დაუმატეთ ხორბლის ფქვილი და კარგად მოურიეთ სანამ არ მიიღებთ ერთიან მასას.

12. მორევის პარალელურად დაუმატეთ რძე და კარგად მოურიეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში.

13. დაუმატეთ პარმეზანი და კარგად მოურიეთ.

14. დაუმატეთ მწიკვი მარილი, პილპილი და ¼ ჩ.კ. დაფქული მუსკატის კაკალი (ჯავზი).

15. დაბალ ტემპერატურაზე კარგად მოურიეთ დაახლოებით 10-12 წუთის განმავლობაში.

16. ბეშამელის სოუსი მზადაა.

17. შემდგომ, სპეციალურ გამოსაცხობ ჭურჭელზე თხელ ფენად წაუსვით თქვენ მიერ მომზადებული ხორცის რაგუ.

18. ზემოდან დაადეთ ლაზანიას ფირფიტები.

19. ფირფიტებს კიდევ ერთხელ წაუსვით ხორცის სოუსი (რაგუ) და მოასხით ბეშამელი.

20. შემდგომ ბეშამელს დაადეთ დაჭრილი ყველის ფირფიტები და ზემოდან ისევ მოათავსეთ ლაზანიას ფირფიტები.

21. ასე გაიმერეთ მანამ სანამ მთლიანად არ გამოიყენებთ ხორცის სოუსს (რაგუს).

22. ბოლო ფენას დაადეთ ყველის ფირფიტები და დაახეხეთ პარმეზანი.

23. ლაზანიას გადააფარეთ ფოლგა და წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 180 გრადუსზე შედგით 35-45 წუთით.

24. გამოღებამდე 5 წუთით ადრე მოხსენით ფოლგა რათა ყველი ოდნავ მოიბრაწოს.

25. თქვენი უგემრიელესი იტალიური ლაზანია მზადაა.


გემრიელად მიირთვით! :)

ინგრედიენტები:

  • დიდი ზომის ხახვი (1 ც.)

  • საშუალო ზომის სტაფილო (1 ც.)

  • კარაქი (100 გ.)

  • ნიორი (1 კბილი)

  • ღორის ხორცი (300 გ.)

  • საქონლის ხორცი (300 გ.)

  • წითელი მშრალი ღვინო (ნახევარი ჭიქა)

  • ორეგანო (1/2 ჩ.კ.)

  • კონსერვის კანგაცლილი პომიდორი (1 ქილა)

  • შაქარი (1 ჩ.კ.)

  • ბაზილიკი (1/2 ჩ.კ.)

  • ყველი ჩედარი (250 გ.)

  • ლაზანიას ფირფიტები



ბეშამელის სოუსისთვის:


  • კარაქი (100 გ.)

  • ფქვილი (2 ს.კ.)

  • რძე (700 მლ.)

  • დაფქული მუსკატი (1/4 ჩ.კ.)

  • მარილი და პილპილი (გემოვნებით)

  • დაფნის ფოთლი (1-2 ც.)

  • ყველი პარმეზანი (100 გ.)