ლუდის კრემ-სუპი

40 წუთი

გურული-ღვეზელი.jpg

მომზადების მეთოდი:

1. დაჭერით სტაფილო და ხახვი პატარა ზომის კუბებად.

2. დააქუცმაცეთ ან გაჭყლიტეთ ნიორი.

3. დიდი ზომის ქვაბში, საშუალო ცეცხლზე დაბრაწეთ ბეკონი (შენიშვნა: ბეკონი დაბრაწეთ ყოველგვარი დამატებითი ზეთის/ცხიმის გარეშე, რადგან თავად ბეკონს აქვს საკმარისი ცხიმი).

4. როდესაც ბეკონი დაიბრაწება ორივე მხრიდან გადმოიღეთ და გაამშრალეთ ხელსახოცით.

5. იმავე ქვაბში ბეკონის ცხიმს დაუმატეთ კარაქი და გაადნეთ.

6. საშუალო ცეცხლზე, გამდნარ კარაქთან ერთად ჩაყარეთ დაჭრილი სტაფილო და ხახვი, ასევე დაუმატეთ ნიორი, პილპილი და მარილი.

7. ბოსტნეულის მომზადებას დასჭირდება 5-10 წუთი, ან სანამ ინგრედიენტები არ დარბილდება (შენიშვნა: ურიეთ პერიოდულად, რათა არ მიიწვას).

8. ნელ-ნელა, მორევის პარალელურად, მომზადებულ ინგრედიენტებს დაუმატეთ ფქვილი.

9. აცადეთ 2-3 წუთი.

10. დაუმატეთ თხევადი ინგრედიენტები: ბულიონი, ლუდი, ვორჩესტერის სოუსი და დიჟონის მდოგვი.

11. მიიყვანეთ ნელ დუღილამდე და დაელოდეთ 10 წუთი (შენიშვნა: ურიეთ პერიოდულად).

12. გადმოდგით ქვაბი გაზიდან და ნელ-ნელა დაუმატეთ დახეხილი ყველი (შენიშვნა: ყველი ჩაყარეთ ნელ-ნელა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველი ვერ მოახერხებს საკმარისად გადნობას და ვერ მიიღებთ სასურველ სუპს).

13. კარგად დააბლენდერეთ მიღებული მასა, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი სუპი.

14. დაბლენდერებულ სუპში ჩაყარეთ ბეკონის ნაჭრები და თქვენი კერძი მზადაა.


გემრიელად მიირთვით!

ინგრედიენტები:

  • ბეკონი (4ც.)

  • კარაქი (30გრ.)

  • სტაფილო (1ც.)

  • ხახვი (1/2ც.)

  • ნიორი (2 კბილი)

  • მარილი (1/4 ჩაის კოვზი)

  • პილპილი (1/4 ჩაის კოვზი)

  • ფქვილი (30გრ.)

  • ქათმის ბულიონი (600მლ.)

  • ლუდი (350მლ.)

  • ვორჩესტერის სოუსი (1 სუფრის კოვზი)

  • დიჟონის მდოგვი (1 სუფრის კოვზი)

  • კრემყველი (225გრ.)

  • ყველი ჩედარი (ყვითელი) (225გრ.)

  • ყველი გაუდა (225გრ.)