მაკ ენ' ჩიზი

15-20 წუთი

გურული-ღვეზელი.jpg

მომზადების მეთოდი:

1. საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით რძე და მიიყვანეთ დუღილამდე.

2. დაუწიეთ ტემპერატურას საშუალოზე ოდნავ დაბალზე და დაუმატეთ პასტა.

3. დაუმატეთ პილპილი და მარილი.

4. ადუღებიდან დაინიშნეთ 11-12 წუთი პასტის მოსახარშად. (შენიშვნა: პერიოდულად მოურიეთ).

5. დროის გასვლის შემდეგ გადმოდგით ქვაბი გაზქურიდან, დაუმატეთ დახეხილი ყველი და მოურიეთ მანამ სანამ ყველი კარგად არ გადნება.

6. განათავსეთ კერძი სასურველ თეფშზე და გემრიელად მიირთვით! :)

ინგრედიენტები:

  • რძე (1 ლ.)

  • პასტა (340 გ.)

  • ყველი ჩედარი (200 გ.)

  • მარილი (1 ჩ.კ.)

  • პილპილი (1/4 ჩ.კ.)