ნივრიანი პური ქათმით

45-50 წუთი

გურული-ღვეზელი.jpg

მომზადების მეთოდი:

1. საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით ზეთი და მიიყვანეთ დუღილამდე.

2. დაჭერით ქათამი საშუალო სისქის ნაჭრებად.

3. ამოავლეთ ათქვეფილ კვერცხში, შემდგომ ფქვილში და ბოლოს საფანელში.

4. ქათამი მოათავსეთ ადუღებულ ზეთში და აცადეთ რამოდენიმე წუთი, სანამ ქათამი არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას.

5. დაბრაწული ქათამი მოათავსეთ ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.

6. ყველის ნაჭრებში გაახვიეთ ქათმის დაბრაწული ნაჭრები.

7. ბაგეტი დაჭერით 5 ტოლ ნაჭრად.

8. პურს ამოაცალეთ შიდა მხარე (რბილი ნაწილი) და შიგ მოათავსეთ ყველის ნაჭრებში გადახვეული ქათამი.

9. პურის ნაჭრები დაჭერით კიდევ უფრო ხელსაყრელ, პატარა ნაჭრებად.

10. ცალკე გაადნეთ კარაქი და დაუმატეთ გაჭყლეტილი ან წვრილად დაჭრილი ნიორი, ოხრახუში და დახეხილი პარმეზანი.

11. ფუნჯის დახმარებით წაუსვით პურის ნაჭრებს ზემოდან.

12. გადაახვიეთ პური ფოლგაში და წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 175 გრადუსზე, მოათავსეთ 20 წუთით.


გემრიელად მიირთვით :)

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე (მკერდი) (1 ც.)

  • ყველი ჩედარი ან გაუდა (5 ნაჭერი)

  • მზესუმზირის ზეთი (100 მლ.)

  • კვერცხი (3 ც.)

  • ფქვილი (100 გ.)

  • საფანელი (100 გ.)

  • მარილი

  • პილპილი

  • კარაქი (50 გ.)

  • ნიორი (2 კბილი)

  • ოხრახუში (1 სუფრის კოვზი)

  • ყველი პარმეზანი (დახეხილი) (1 სუფრის კოვზი)

  • ბაგეტი (1 ც.)