ოლივიე სახლში მომზადებული მაიონეზით

1 საათი

გურული-ღვეზელი.jpg

მომზადების მეთოდი:

1. დაჭერით მოხარშული კარტოფილი, სტაფილო და კვერცხი საშუალო ზომის კუბებად.

2. მოათავსეთ დაჭრილი ინგრედიენტები დიდი ზომის ჯამში.

3. დაუმატეთ ბარდა გემოვნებით.

4. დაჭერით მჟავე კიტრი პატარა ზომის კუბებად და დაუმატეთ სხვა დაჭრილ ინგრედიენტებს.

5. დაჭერით კამა და ოხრახუში წვრილად დაუმატეთ პილპილი და მარილი გემოვნებით და ამოურიეთ ყველა ინგრედიენტი.

6. მაიონეზის მოსამზადებლად მაღალ ჭურჭელში მოათავსეთ კვერცხი, შაქარი, მარილი, მდოგვი და ლიმონის წვენი.

7. კვერცხის გული მოათავსეთ ბლენდერის ცენტში და ისე დაასხით ზეთი.

8. დააბლენდერეთ ინგრედიენტები და თქვენი მაიონეზი მზადაა.

9. მომზადებული მაიონეზი დაასხით დაჭრილ ინგრედიენტებს და კარგად ამოურიეთ.


თქვენი გემრიელი ოლივიე მზადაა :)

ინგრედიენტები:

  • საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი (5 ც.)

  • საშუალო ზომის მოხარშული სტაფილო (2 ც.)

  • მოხარშული კვერცხი (2 ც.)

  • ბარდა (გემოვნებით)

  • პატარა ზომის მჟავე კიტრი (5 ც.)

  • კამა და ოხრახუში (გემოვნებით)

  • მარილი

  • პილპილი


სახლში მომზადებული მაიონეზი:

  • კვერცხი (1 ც.)

  • შაქარი (1 ჩ.კ.)

  • მარილი (1/2 ჩ.კ.)

  • მდოგვი (1 ჩ.კ.)

  • ლიმონის წვენი (1 ს.კ.)

  • მზესუმზირის ზეთი (250 მლ.)