პასტა კარბონარა

20 წუთი

გურული-ღვეზელი.jpg

მომზადების მეთოდი:

1. საშუალო ზომის კუბებად დაჭერით ბეკონი.

2. დაშუალო ჯამში მოათავსეთ 3 კვერცხი და 1 კვერცხი გული.

3. გახეხეთ პარმეზანი და დაუმატეთ ათქვეფილ კვერცხს.

4. მოაყარეთ პილპილი და კიდევ ერთხელ კარგად ამოურიეთ.

5. აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ სპაგეტი მოსახარშად.

6. პატალელურად ცივ ტაფაზე, დაბალ ტემპერატურაზე, ყოველგვარი დამატებითი ცხიმის გარეშე მოათავსეთ საშუალო ზომის კუბებად დაჭრილი ბეკონი (რადგან ბეკონს თავად აქვს საკმარისი ცხიმი).

7. ბეკონს დაუმატეთ ნიორი და პერიოდულად ურიეთ რათა არ დაიბრაწოს.

8. 2-3 წუთში ნიორი ამოიღეთ.

9. ამასობაში თქვენი პასტაც მოიხარშება.

10. გადმოდგით ბეკონის ტაფა გაზქურიდან.

11. მოხარშული პასტა გადმოიტანეთ ტაფაზე ბეკონთან და დაასხით დაახლოებით ¼ ჭიქა სპაგეტის წყალი.

12. მოასხით ათქვეფილი კვერცხი პარმეზანთან ერთად და გულმოდგინეთ მოურიეთ, რათა კვერცხი არ დაიბრაწოს და ჰქონდეს დაახლოებით ისეთივე ტექსუტრა როგორიც აქვს ნაღებს.

13. უგემრიელესი პასტა კარბონარა თითქმის მზადაა, გადმოიღეთ სასურველ თეფშზე, მოახეხეთ ცოტაოდენი პარმეზანი და მოაყარეთ პილპილი.


თქვენი უგემრიელესი კარბონარა მზადაა მისართმევად! გემრიელად მიირთვით :)

ინგრედიენტები:

  • ბეკონი (250 გ.)

  • კვერცხი (4 ც.)

  • ყველი პარმეზანი (115 გ.)

  • პილპილი

  • ნიორი (1 კბილი)

  • სპაგეტი (200-250 გ.)