პასტა ტომატის სოუსში

30-35 წუთი

გურული-ღვეზელი.jpg

მომზადების მეთოდი:

1. დაჭერით საშუალო ზომაზე ხახვი და დააქუცმაცეთ (ან დაჭყლიტეთ) ნიორი.

2. საშუალო ტემპერატურაზე, დიდი ზომის ტაფაში, ჩაასხით ზეითუნის ზეთი და დაუმატეთ დაჭრილი ხახვი. (მოურიეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში).

3. დროის გასვლის შემდეგ დაუმატეთ ნიორი და დამატებით 1-2 წუთი მოურიეთ.

4. მოთუშულ ნიორს და ხახვს დაუმატეთ ტომატის პასტა და მოურიეთ დაახლოებით 1 წუთი, სანამ პასტა კარგად არ შეერევა ინგრედიენტებს.

5. დაუმატეთ დაკონსერვებული კანგაცლილი პომიდორები, მარილი, პილპილი, ორეგანო, წყალი და კარგად მოურიეთ.

6. მოათავსეთ პასტა, მიიყვანეთ დუღილამდე და ოდნავ დაუწიეთ ტემპერატურას.

7. დააფარეთ თავსახური ტაფას და მოხარშეთ მაკარონი 12-16 წუთამდე (პერიოდულად გასინჯეთ).

8. პერიოდულად მოურიეთ პასტას.


თქვენი გემრიელი პასტა ტომატის სოუსში მზადაა. მოათავსეთ ლამაზ თეფშზე და მოახეხეთ პარმეზანი.


გემრიელად მიირთვით!

ინგრედიენტები:

  • ზეითუნის ზეთი (2 ს.კ.)

  • საშუალო ზომის ხახვი (1 ც.)

  • ნიორი (3 კბილი)

  • დაკონსერვებული კანგაცლილი პომიდორი (1 ქილა)

  • ტომატის პასტა (2 ს.კ.)

  • მარილი (1 ჩ.კ.)

  • პილპილი (1 ჩ.კ.)

  • ორეგანო (1 ჩ.კ.)

  • წყალი (360 მლ.)

  • პასტა პენნე (225 გ.)

  • ყველი პარმეზანი (მოსახეხად)