პიცა ჩორიზოთი

20-25 წუთი

გურული-ღვეზელი.jpg

მომზადების მეთოდი:

1. დიდი ზომის ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ საფუარი და 2 ჩ.კ. მარილი.

2. კარგად ამოურიეთ და დაამატეთ წყალი.

3. მოზილეთ ცომი სანამ არ მიიღებთ ცომს რომელიც თითქმის არ გეწეპებათ თითებზე (შესაძლოა მოგიწიოთ ფქვილის დამატება).

4. ცარიელ ჯამში ჩაასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და ფუნჯის დახმარებით გადაანაწილეთ ჯამის გვერდებზე რათა ცომი არ მიეკროს ჯამს.

5. დამრგვალებული ცომის ბურთი მოათავსეთ ჯამში, გადააფარეთ საკვების შესანახი ქაღალდი და ოთახის ტემპერატურაზე დაასვენეთ 18-24 საათამდე.

6. როდესაც ცომი იქნება მზად, გადმოიღეთ ჯამიდან და კიდევ ერთხელ კარგად მოზილეთ (დაუმატეთ ცოტაოდენი ფქვილი რატა ცომი არ იყოს წებოვანი).

7. ამასობაში მოამზადეთ გამოსაცხობი ჭურჭელი (შენიშვნა: ჩვენ ვამჯობინებთ თუჯის ტაფას ან შუშის გამოსაცხობ ლანგარს, რადგაგან გამომცხვარი ცომი გამოდის გაცილებით უფრო ხრაშუნა და გემრიელი. თუ არ გაქვთ მსგავსი ჭურჭელი, უბრალოდ მოათავსეთ გამოსაცხობ ლანგარზე პერგამენტის ქაღალდი).

8. თუ იყენებთ თუჯის ტაფას ან შუშის გამოსაცხობ ლანგრას, ზეითუნის ზეთი მოასხით პირდაპირ ჭურჭელზე, ხოლო თუ ჩვეულებრივ გამოსაცხობ ლანგარს გამოიყენებთ, ზეთი მოასხით პერგამენტის ქაღალდს.

9. მოათავსეთ ცომი ჭურჭელში, გადააფარეთ საკვების შესანახი ქაღალდი და კიდევ ერთხელ დაასვენეთ 1 საათის განმავლობაში.

10. წინასწარ გააცხელეთ ღუმელი მაქსიმალურ ტემპერატურაზე.

11. სანამ ცომს ელოდებით, მოამზადეთ დანარჩენი ინგრედიენტები: დაჭერით ხახვი და ბულგარული წიწაკები სასურველ ფორმებად, ასევე დაჭერით ჩორიზო და წინასწარ დახეხეთ მოცარელა.

12. ასევე, სანამ ელოდებით ცომს, კონსერვის ქილიდან გადმოიღეთ პომიდორი, დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი, ორეგანო და ½ კბილი ნიორი.

13. პომიდორი დაჭყლიტეთ და თქვნი ტომატის საწებელიც მზადაა.

14. დასვენებული ცომი გააბრტყელეთ ჭურჭელშივე (კომენტარი: იმისათვის, რომ ცომი არ მიგეკროთ თითებზე, ხელზე დაიყარეთ ცოტაოდენი ფქვილი).

15. მოათავსეთ ზემოდან ტომატის საწებელი, შემდგომ ყველი და ყველზე განათავსეთ სხვა, წინასწარ დაჭრილი ინგრედიენტები.

16. მოათავსეთ პიცა ღუმელში და დაელოდეთ დაახლოებით 15-20 წუთი (დამოკიდებულია ღუმელსა და ჭურჭელზე).

17. როდესაც შეატყობთ რომ პიცა მოიბრაწა, გამოიღეთ ღუმელიდან და თქვენი უგემრიელესი პიცა მზადაა. (შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ მოცარელას აქვს ბევრი წვენი, შესაბამისად, გამოღებამდე 2-3 წუთით ადრე, დაუწიეთ ტემპერატურას ღუმელში რათა ზედმეტი წვენი გამოშრეს).


გემრიელად მიირთვით!

ინგრედიენტები:

  • ხორბლის ფქვილი (450 გ.)

  • საფუარი (2 ¼ ჩ.კ.)

  • მარილი

  • ოთახის ტემპერატურის წყალი (325 მლ.)

  • დაკონსერვებული კანგაცლილი პომიდორი (1/2 ქილა)

  • ნიორი (1/2 კბილი)

  • ორეგანო (1 ჩ.კ.)

  • ყველი მოცარელა (250 გ.)

  • ძეხვი „ჩორიზო“ (100 გ.)

  • ხახვი (გემოვნებით)

  • მწვანე ბულგარული წიწაკა (1 ც.)

  • წითელი ბულგარული წიწაკა (1 ც.)

  • პარმეზანი (გემოვნებით)