საახალწლო საცივი

1 საათი

გურული-ღვეზელი.jpg

მომზადების მეთოდი:

1. მოხარშეთ ქათამი 30 წუთის განმავლობაში.

2. დაჭერით ხახვი საშუალო ზომაზე და დაბალ ტემპერატურაზე მოთუშეთ ხახვი.

3. კარგად დააბლენდერეთ ნიგოზი სანამ არ მიიღებთ ისეთ მასას როგორიც ვიდეოშია ნაჩვენები.

4. გამოსაცხობ ლანგარზე მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდი და მოათავსეთ ზემოდან მოხარშული ქათამი.

5. წაუსვით ქათამს ცოტაოდენი ზეთი და მარილი.

6. შედგით ღუმელში 150 გრადუსზე 15-20 წუთით.

7. გადაწურეთ ბულიონი.

8. დაბლენდერებულ ნიგოზს დაუმატეთ წითელი წიწაკა, უცხო სუნელი და დაფქული ქინძი.

9. მოთუშული ხახვი გაატარეთ საცერში (იხ. ვიდეო).

10. დაუმატეთ ნიგოზს ქათმის ბულიონი იქამდე სანამ არ მიიღებთ სასურველ კონსისტენციას.

11. დააბლენდერეთ მიღებული მასა და დაუმატეთ 1 ჭიქა თბილი გადადუღებული წყალი რათა მასა კიდევ უფრო გათხელდეს.

12. დაბრაწული ქათამი მოათავსეთ საცივში და გემრიელად მიირთვით.

ინგრედიენტები:

  • საშუალო ზომის ქათამი

  • ნიგოზი (500 გ.)

  • ნიორი (5-6 კბილი)

  • საშუალო ზომის ხახვი (1 ც.)

  • მზესუმზირის ზეთი

  • მარილი (1 მწიკვი)

  • წითელი წიწაკა (1 ჩ.კ.)

  • უცხო სუნელი (2 ჩ.კ.)

  • დაფქული ქინძი (1/2 ჩ.კ.)