სალათი ცეზარი

40 წუთი

გურული-ღვეზელი.jpg

მომზადების მეთოდი:

1. წინასწარ გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსამდე.

2. საშუალო ზომის კუბებად დაჭერით პურის ნაჭრები.

3. პურის კუბები მოათავსეთ ჯამში, მოასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ პაპრიკა, პილპილი, მარილი და კარგად ამოურიეთ.

4. განათავსეთ შეზავებული პურის ნაჭრები ღუმელის ლანგარზე და შედგით ღუმელში 10-15 წუთით (ან სანამ კარგად არ დაიბრაწება) (შენიშვნა: პერიოდულად შეამოწმეთ ღუმელი, რათა არ დაგეწვათ პური).

5. სანამ პური იბრაწება, წინასწარ დახეხეთ პარმეზანი.

6. ასევე, წინასწარ მოამზადეთ ცეზარის უგემრიელესი სოუსი.

7. გატეხეთ კვერცხი და დიდი ზომის ჯამში მოათავსეთ კვერცხის გული.

8. დაამატეთ ლიმონის წვენი და კარგად ათქვიფეთ.

9. ჯამში დაამატეთ ვორჩესტერის სოუსი ან ანჩოუსის პასტა და დაუმატეთ ორივე ზეთი.

10. დააქუცმაცეთ ან დაჭყლიტეთ ნიორი და დაამატეთ სოუსში.

11. ყველაფერი ერთად კარგად ათქვიფეთ და მოაყარეთ პილპილი.

12. წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეთი და საშუალო ცეცხლზე დაბრაწეთ ქათმის მკერდი ორივე მხრიდან.

13. გადმოიღეთ ქათამი თეფშზე ან დაფაზე და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.

14. დიდი ზომის ჯამში მოათავსეთ დაჭრილი სალათის ფურცლები და ხრაშუნა პურის კუბები.

15. დაჭრილი ქათამი ასევე მოათავსეთ ჯამში და მოასხით თქვენ მიერ დამზადებული სპეციალური ცეზარის სოუსი გემოვნებით.

16. სალათს ზემოდან მოაყარეთ დახეხილი პარმეზანი და თქვენი უგემრიელესი ცეზარიც მზადაა.


გემრიელად მიირთვით!

ინგრედიენტები:

  • კვერცხი (2ც.)

  • ლიმონი (1/2ც.)

  • მარილი (1/4 ჩაის კოვზი)

  • პილპილი

  • ზეითუნის ზეთი (60მლ.)

  • მზესუმზირის ზეთი (120მლ.)

  • დიდი ზომის ქათმის ფილე (მკერდი) (1ც.)

  • თეთრი პური (4-5 დიდი ნაჭერი)

  • ვორჩესტერის სოუსი (2 ჩაის კოვზი) / ან / ანჩოუსის პასტა (1 ჩაის კოვზი)

  • ნიორი (1/2 ან 1 კბილი)

  • სალათის ფურცელი აისბერგი (3-4 ფურცელი)

  • პაპრიკა (1/2 ჩაის კოვზი)

  • ყველი პარმეზანი (40გ.)