სახლში მომზადებული პასტა
1 საათი 45 წუთი

მომზადების მეთოდი:
1. დაყარეთ ფქვილი მაგიდაზე, დაამატეთ მარილი და მიეცით ვიდეოში მითითებული ფორმა.
2. გატეხეთ 2 მთლიანი კვერცხი მოზრდილი ზომის ჯამში და დაამატეთ 6 კვერცხის გული.
3. ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი.
4. ათქვეფილი კვერცხი ჩაასხით თქვენ მიერ მომზადებულ ფქვილის „ფორმაში“.
5. ჩანგლის დახმარებით ფქვილის კედლებიდან, ნელ-ნელა ჩამოყარეთ ფქვილი და ათქვიფეთ კვერცხთან ერთად, მანამ სანამ ინგრედიენტები მთლიანად არ შეერევა ერთმანეთს.
6. ცომის მასა ზილეთ 10-15 წუთის განმავლობაში.
7. მოზელილი ცომი დაამრგვალეთ და ხელით ოდნავ დააბრტყელეთ (ისე, როგორც ვიდეოში არის ნაჩვენები).
8. ცომი მოათავსეთ საკვების შესაფუთ პარკში და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 40-60 წუთის განმავლობაში.
9. დროის გასვლის შემდგომ, მოათავსეთ ცომი მაგიდაზე და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი.
10. დაჭერით ცომი 8 ტოლ ნაწილად.
11. სათითაოდ გააბრტყელეთ თითოეული ნაწილი იმ სისქემდე, სანამ ცომიდან არ დაინახავთ საკუთარ თითებს.
12. გაბრტყელებული ცომი დაჭერით სასურველ ფორმებად და ჩაყარეთ ადუღებულ წყალში (შენიშვნა: ნაყიდი პასტისგან განსხვავებით, სახლში გაკეთებულ პასტას მოსახარშად სჭირდება 3-4 წუთი „ალ-დენტე“ დონემდე მისაყვანად.)
13. 3-4 წუთში გასინჯეთ პასტასტა რათა დარწმუნდეთ, რომ იგი მზადაა.
14. გადმოიღეთ პასტა თეფშზე და მიირთვით თქვენთვის სასურველ სოუსთან ერთად.
(კომენტარი: დარჩენილი ცომი შეგიძლიათ გაყინოთ რათა არ გაფუჭდეს)
გემრიელად მიირთვით!
ინგრედიენტები:
ხორბლის ფქვილი (270გრ.)
მარილი (1 მწიკვი)
კვერცხი (8ც.)
ზეითუნის ზეთი (1 სუფრის კოვზი)