სტუდენტური ბუტერბროდი - ხრაშუნა და გემრიელი
15-20 წუთი

მომზადების მეთოდი:
1. პურის ნაჭერს წაუსვით მდნარი ყველი.
2. შემდეგი თანმიმდევრობით მოათავსეთ ერთმანეთზე ინგრედიენტებით: 1. ლორი; 2. ყველი სულგუნი; 3. პომიდორი.
3. პომიდორს ზემოდან გადაუსვით არაჟანი, ისე, რომ პომიდორი სრულად დაიფაროს.
4. მოათავსეთ ბუტერბროდი ტაფაზე და 5-10 წუთის განმავლობაში გააჩერეთ საშუალო ტემპერატურაზე. (შენიშვნა: პერიოდულად შეგიძლიათ შეამოწმოთ ბუტერბროდი რათა ძირი არ დაიწვას.)
5. ხრაშუნა და გემრიელი ბუტერბროდი მზადაა, გემრიელად მიირთვით! :)
ინგრედიენტები:
თეთრი პური (3 ნაჭერი)
ლორი (3-4 ნაჭერი)
მდნარი ყველი (3 სუფრის კოვზი)
პომიდორი (4-5 ნაჭერი)
სულგუნი (3-4 ნაჭერი)
არაჟანი (3 სუფრის კოვზი)