ტომატის კრემ სუპი

40-45 წუთი

გურული-ღვეზელი.jpg

მომზადების მეთოდი:

1. ქვაბში გაადნეთ 1 სუფრის კოვზი კარაქი დაფნის ფოთოლთან ერთად.

2. საშუალო ზომის კუბებად დაჭერით პომიდორი და ჩაყარეთ ქვაბში.

3. დაასხით ½ ჭიქა წყალი (120მლ.) და საშუალო ტემპერატურაზე აცადეთ 10-15 წუთი.

4. დროის გასვლის შემდეგ გააციეთ 10 წუთი.

5. გაციებული პომიდორი დააბლენდერეთ.

6. დაბლენდერებული მასა გაატარეთ საცერში, რათა დაუბლენდერებელი ნაწილები არ მოხვეს სუპში.

7. ცალკე ტაფაზე გაადნეთ 1 სუფრის კოვზი კარაქი და დააყარეთ ფქვილი.

8. საშუალო ტემპერატურაზე ურიეთ სანამ მასა არ გაოქროსფერდება.

9. დაბლენდერებული პომიდორის მასა დაასხით ტაფაზე, მოაყარეთ პილპილი, მარილი და შაქარი.

10. დაუმატეთ ნაღები და კარგად ამოურიეთ.

11. დააცადეთ სანამ სუპი არ მივა დუღილამდე.

12. დუღილამდე მისვლისთანავე გადმოდგით გაზიდან და უგმერიელესი ტომატის კრემ სუპი მზადაა.


გემრიელად მიირთვით.

ინგრედიენტები:

  • დაფნის ფოთოლი (2ც.)

  • კარაქი (2 სუფრის კოვზი)

  • საშუალო ზომის პომიდორი (4 ც.)

  • ხორბლის ფქვილი (1 სუფრის კოვზი)

  • შაქარი (1 ჩაის კოვზი)

  • პილპილი (1/2 ჩაის კოვზი)

  • მარილი (გემოვნებით)

  • ნაღები (60 გრ.)