ფალაფელი

1 საათი

გურული-ღვეზელი.jpg

მომზადების მეთოდი:

1. ჩადეთ მუხუდო წყლით სავსე ჯამში და აცადეთ დარბილება მთელი ღამის განმავლობაში (8-12 სთ.)

2. დარბილებული მუხუდოს მარცვლები მოათავსეთ ბლენდერში და კარგად დააბლენდერეთ.

3. დაჭრილი ხახვი, ნიორი და მწვანილები დაამატეთ ბლენდერში.

4. მოაყარეთ ძირა, პილპილი, მარილი და გამაფხვიერებელი.

5. კარგად დააბლენდერეთ.

6. დაბლენდერებული მასისგან გააკეთეთ საშუალო ზომის ბურთები ან მიეცით თქვენთვის სასურველი ფორმა.

7. ქვაბში ჩაასხით ზეთი და მიიყვანეთ დუღილამდე (200 გრადუსამდე) (შენიშვნა: იმისთვის რომ გავიგოთ სასურველ ტემპერატურაზეა თუ არა ზეთი, შეგიძლიათ პურის პატარა ნაჭერი ჩააგდოთ ზეთში. თუ იგი დაიწყებს შიშხინს, ესე იგი, თქვენი ზეთი მზადაა გამოსაყენებლად).

8. ფრთხილად მოათავსეთ ბურთულები ზეთში და აცადეთ, სანამ კარგად არ დაიბრაწება.

9. მომზადებული ფალაფელი ფრთხილად ამოიღეთ ზეთიდან და მოათავსეთ საშრობ ხელსახოცზე, რათა მოაშოროთ ზედმეტი ზეთი.

კომენტარი* - ფალაფელის შეწვა შესაძლებელია ტაფაზეც, თუ მას ექნება კატლეტის ფორმა.


გემრიელად მიირთვით!

ინგრედიენტები:

  • მუხუდო (არადაკონსერვებული) (500გრ.)

  • დიდი ზომის ხახვი (1ც.)

  • ნიორი (5-6 კბილი)

  • გამაფხვიერებელი (18გრ.)

  • ძირა (1/2 ჩაის კოვზი)

  • რეჰანი (1 კონა)

  • ოხრახუში (1-2 კონა)

  • ქინძი (1-2 კონა)

  • მარილი

  • პილპილი

  • სპეციალური ნივთი* - მძლავრი ბლენდერი/ჩოფერი