ფენოვანი ხაჭაპური

1 საათი

გურული-ღვეზელი.jpg

მომზადების მეთოდი:

1. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.

2. დახეხეთ ორივე სახეობის ყველი მთლიანად.

3. გატეხეთ კვერცხი და მოზილეთ ყველთან ერთად.

4. ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ ისე, რომ გადაკეცვის შემდგომ მიიღოთ სასურველი ზომის ხაჭაპურები (შენიშვნა: ფენოვანი ცომი თავადვე არის ცხიმიანი, მაგრამ მაინც საჭიროებს ცოტაოდენ ფქვილს).

5. სასურველ ზომაზე დაჭრილი ცომის ცენტრში მოათავსეთ ყველი და ოთხივე კუთხიდან შეკარით ცომი ისე, როგორც ვიდეოშია მოცემული.

6. პატარა ჯამში მოათავსეთ კვერცხის გული და დაუმატეთ რძე.

7. კარგად ათქვიფეთ და ფუნჯის დახმარებით გადაუსვით ხაჭაპურებს ზემოდან.

8. წინასწარ გახურებულ ღუმელში მოათავსეთ თქვენი ხაჭაპური და 5 წუთის შემდგომ დაუწიეთ 180 გრადუსამდე.

9. მომზადების დრო საშუალოდ არის 25 წუთი, მაგრამ შესაძლოა, დასჭირდეს ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები დრო, შესაბამისად დააკვირდით, რომ ხაჭაპური არ დაგეწვათ.


გემრიელად მიირთვით.

ინგრედიენტები:

  •  ყველი სულგუნი (200გრ.)

  •  ყველი იმერული (400გრ.)

  •  კვერცხი (2ც.)

  •  ფენოვანი ცომი (500გრ.)

  •  ფქვილი

  •  რძე (1 სუფრის კოვზი)