ფილადელფია როლები ორაგულით

35-45 წუთი

გურული-ღვეზელი.jpg

მომზადების მეთოდი:

1. ორაგულის ფილეს გააცალეთ კანი და დაჭერით თხელ ნაჭრებად.

2. გამდინარ წყალში კარგად გარეცხეთ ბრინჯი.

3. გარეცხილი ბრინჯი ჩაყარეთ ქვაბში და დაუმატეთ 2 ჭიქა წყალი.

4. საშუალო ცეცხლზე დადგით ქვაბი, კარგად ამოურიეთ ბრინჯს, დახურეთ თავსახური და დაელოდეთ 15 წუთი. (შენიშვნა: თუ ბრინჯმა სრულად შეიწოვა წყალი, შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი წყალი).

5. დროის გასვლის შემდეგ კარგად ამოურიეთ ბრინჯს, დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე, დაახურეთ თავსახური და დააცადეთ კიდევ 15 წუთი. (შენიშვნა: შესაძლოა ბრინჯი დადგენილ დროზე ადრე მოიხარშოს, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ).

6. გათალეთ კიტრი, დაჭერით გრძელ და წვრილ ნაჭრებად და გააცალკევეთ რბილეულისგან.

7. მოათავსეთ ნორი ბამბუკის გადასახვევზე.

8. ნორიზე მოათავსეთ ბრინჯი და კარგად გააბრტყელეთ. (შენიშვნა: იმისთვის რომ არ მიგეწებოთ ბრინჯი თითებზე პერიოდულად დაისველეთ ხელები).

9. ბრინჯზე მოათავსეთ დაჭრილი ინგრედიენტები: ორაგული, კრემ-ყველი და კიტრი.

10. ფრთხილად გადაახვიეთ ნორი.

11. ბასრი და დასველებული დანით დაჭერით სუში თქვენთვის სასურველ ზომებად და თქვენი კერძი მზადაა.


გემრიელად მიირთვით!

ინგრედიენტები:

  •  ორაგულის ფილე (1ც.)

  •  კრემ-ყველი

  •  კიტრი (1ც.)

  •  ბრინჯი (2 ჭიქა)

  •  წყალი (2 ჭიქა)

  •  სპეციალური ნივთი* - აუცილებლად დაგჭირდებათ ბამბუკის გადასახვევი სუშისთვის