ქათმის ფრთები ბარბექიუს ტკბილ-ცხარე სოუსში

30 წუთი

გურული-ღვეზელი.jpg

მომზადების მეთოდი:

1. მოათავსეთ ქათამის ფრთები საშუალო ზომის ჯამში.

2. მოაყარეთ დაფქული წითელი წიწაკა, მარილი, პილპილი, დაჭყლეტილი ნიორი და კარგად ამოურიეთ.

3. ცალკე დიდი ზომის ჯამში მოათავსეთ ფქვილი, სიმინდის სახამებელი მარილი, პილპილი, დაფქული წითლი წიწაკა და კარგად ამოურიეთ.

4. ფქვილში მოათავსეთ ქათმის ფრთები და კარგად ამოურიეთ ისე რომ ფრთები სრულად იყოს ამოვლებული ფქვილში.

5. საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე მოათავსეთ ქვაბი და ჩაასხით ზეთი ფრთების დასაბრაწად.

6. როდესაც ზეთი გაცხელდება, ფრთხილად ჩადეთ ფრთები და დაბრაწეთ 10-12 წუთი ან სანამ არ მიიღებს ფრთები ოქროსფერ შეფერილობას.

7. ფრთების დაბრაწვის შემდგომ, გაზქურაზე, დაბალ ტემპერატურაზე მოათავსეთ საშუალო ან დიდი ზომის ტაფა.

8. ტაფაზე დაასხით ბარბექიუს სოუსი და ოდნავ შეათბეთ.

9. დაუმატეთ თაფლი, ცხარე წითელი წიწაკის სოუსი და სისტემურად ურიეთ 3-4 წუთის განმავლობაში.

10. გადმოდგით ტაფა გაზქურიდან და ჩაყარეთ დაბრაწული ქათამი, კარგად მოურიეთ ისე, რომ სრულად ამოავლოთ ქათამი ტკბილ-ცხარე სოუსში.

11. გემოსა და სილამაზისთვის შეგიძლიათ სერვირებისას ფრთებს მოაყაროთ სეზამის მარცვლები და გემრიელად მიირთვით! :)

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფრთები (500 გ.)

  • მარილი (1 ჩ.კ.)

  • დაფქული წითელი წიწაკა (1 ½ ჩ.კ.)

  • პილპილი (1 ჩ.კ.)

  • პაპრიკა (1 ჩ.კ.)

  • ნიორი (1 ჩ.კ.)

  • ფქვილი (140 გ.)

  • სიმინდის სახამებელი (2 ს.კ.)

  • ბარბექიუ სოუსი (200 გ.)

  • თაფლი (50 გ.)

  • ცხარე წითელი წიწაკის სოუსი (2 ს.კ.)

  • ზეთი (შესაწვავად)