ქათმის შაურმა სახლში გაკეთებული ლავაშით

30-40 წუთი

გურული-ღვეზელი.jpg

მომზადების მეთოდი:

1. საშუალო ზომის ჯამში მოათავსეთ გაწურული მაწონი, ზეითუნის ზეთი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, სუმახი, დაფქული ძირა, დაფქული ქინძი, პაპრიკა, კურკუმა, ლიმონის წვენი და ამოურიეთ.

2. წინასწარ დაჭერით კიტრი, პომიდორი, სალათის ფურცელი და ხახვი.

3. ასევე წინასწარ მოამზადეთ სოუსი: საშუალო ზომის ჯამში მოათავსეთ მაიონეზი და ცხარე ჩილის სოუსი და კარგად ამოურიეთ.

4. ქათმის ფილე გაჭერით შუაში რათა მიიღოთ თხელი ნაჭრები.

5. ოდნავ ჩაჭერით ქათამი, მოათავსეთ თქვენ მიერ მიღებულ მასაში, კარგად ამოურიეთ, გადააფარეთ საკვების შესანახი პარკი და შეინახეთ მაცივარში 3-4 საათით.

6. სანამ ელოდებით ქათამს, გამოღებამდე 1-2 საათით ადრე დაიწყეთ პიტას (პურის) მომზადება.

7. საშუალო ჯამში მოათავსეთ ფქვილი, დაუმატეთ საფუარი, მარილი, შაქარი და კარგად გადაურიეთ ერთმანეთში.

8. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და წყალი.

9. ცომი მოზილეთ კარგად და დაასვენეთ 1-2 საათი.

10. დასვენებული ცომი დაყავით 4 ბურთულად.

11. ცოტაოდენი ფქვილის დამატებით გააბრტყელეთ თითოეული ბურთულა კარგად და მოათავსეთ წინასწარ გახურებულ ტაფაზე საშუალო ტემპერატურაზე.

12. კარგად დაბრაწეთ ორივე მხრიდან.

13. ამასობაში, დამარინადებული ქათამი საშუალო ტემპერატურაზე შეწვით ორივე მხრიდან კარგად (დაახლოებით 3-5 წუთი თითო მხარე).

14. საშუალო ზომაზე დაჭერით დაბრაწული ქათამი.

15. თქვენ მიერ მომზადებული სოუსი წაუსვით პიტას (პურს), მოათავსეთ ზემოდან დაჭრილი ინგრედიენტები.

16. დაუმატეთ ქათამი და შეახვიეთ თქვენი შაურმა.


თქვენი გემრიელი, სახლში მომზადებული შაურმა მზადაა. გემრიელად მიირთვით! :)

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე (მკერდი) (2-3 ც.)

  • გაწურული მაწონი (2 ს.კ.)

  • ზეითუნის ზეთი (3 ს.კ.)

  • ნიორი (2 კბილი)

  • მარილი (გემოვნებით)

  • სუმახი (1 ს.კ.)

  • დაფქული ძირა (1 ჩ.კ.)

  • დაფქული ქინძი (1 ჩ.კ.)

  • პაპრიკა (2 ჩ.კ.)

  • ლიმონის წვენი (2 ს.კ.)

  • კურკუმა (1 ჩ.კ.)

  • ხახვი (1/2 ც.)

  • სალათის ფურცელი (3-4 ც.)

  • კიტრი (1/2 ც.)

  • პომიდორი (1/2 ც.)


პიტას პურისთვის:

  • ფქვილი (415 გ.)

  • საფუარი (7 გ.)

  • მარილი (1 ჩ.კ.)

  • შაქარი (1 ჩ.კ.)

  • ზეითუნის ზეთი (2 ჩ.კ.)

  • თბილი წყალი (315 მლ.)


სოუსისთვის:

  • მაიონეზი (200 გ.)

  • ცხარე ჩილის სოუსი (2 ს.კ.)