ქლაბ სენდვიჩი
10-15 წუთი

მომზადების მეთოდი:
1. თხელ ფენად წაუსვით პურის ნაჭრებზე კარაქი და ოდნავ გახურებულ ტაფაზე დაბრაწეთ პური.
2. პირველ ნაჭერს წაუსვით კრემყველი.
3. დაადეთ ზემოდან ინდაურის და ქათმის შაშხი.
4. დაადეთ პურის მე-2 ნაჭერი (მე-2 სართული 😊 )
5. თხელ ფენად წაუსვით მაიონეზი.
6. ზემოდან დაადეთ მდნარი ყველის ფირფიტები, სალათის ფურცელი და პომიდორი.
7. ცალკე ტაფაზე შეწვით კვერცხი.
8. შემწვარი კვერცხი მოათავსეთ პომიდორზე და ზემოდან მოაყარეთ პილპილი (შენიშვნა: ტაფიდან კვერცხი გადმოიღეთ ფრთხილად, რათა კვერცხის გული არ გასკდეს).
9. დაადეთ პურის მე-3 ნაჭერი და თქვენს წინაშეა თქვენივე ხელით მომზადებული ყველაზე გემრიელი ქლაბ სენდვიჩი 😊
გემრიელად მიირთვით!
ინგრედიენტები:
პური 3 ნაჭერი
კარაქი 1 ჩაის კოვზი
კრემყველი
ინდაურის შაშხი 2-3 ნაჭერი (დამოკიდებულია პურის ზომაზე)
ქათმის შაშხი 2-3 ნაჭერი
მაიონეზი
მნდარი ყველის ფიფიტა 2-3ც.
სალათის ფურცელი 2ც.
პომიდორი 2 საშუალო სისქის ნაჭერი
კვერცხი 1ც.
პილპილი
მარილი