ქრანჩ ვრეპი

20-25 წუთი

გურული-ღვეზელი.jpg

მომზადების მეთოდი:

1. საშუალო ტემპერატურაზე, ტაფაზე მოათავსეთ საქონლის ფარში, მოაყარეთ სუნელები და მოამზადეთ დაახლოებით 6 წუთის განმავლობაში.

2. გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელში ისე, რომ ყოველგვარი ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ.

3. მოათავსეთ ტორტიას შუაგულში მომზადებული ფარში და მოასხით მდნარი ყველი.

4. ზემოდან მოათავსეთ კნატუნები და ზემოდან გადაუსვით არაჟანი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი სალათის ფურცელი, პომიდორი და სულ ბოლოს ყველი.

5. ცალკე ამოჭერით პატარა ზომის წრეებად ტორტიები და მოათავსეთ აწყობილი ქრანჩ ვრეპის შუაგულში, შეუკარით დანარჩენი გვერდები ქრანჩ ვრეპს და ფრთხილად გადაიტანეთ საშუალო ტემპერატურაზე წინასწარ გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე.

6. თითო მხარე დაბრაწეთ დაახლოებით 3-3 წუთი.


თქვენი ქრანჩ ვრეპი მზადაა, გემრიელად მიირთვით :)

ინგრედიენტები:

  • საქონლის ხორცი (გატარებული) (400 გ.)

  • პაპრიკა (1/2 ჩ.კ.)

  • წითელი წიწაკა დაფქული (1/2 ჩ.კ.)

  • დაფქული ძირა (1/2 ჩ.კ.)

  • მარილი

  • პილპილი

  • ტორტია (8 ც.)

  • ყველის სოუსი

  • კნატუნები (ჩვენ ვიყენებთ ნაჩოს)

  • არაჟანი (120 გ.)

  • სალათის ფურცელი (150 გ.)

  • დაჭრილი პომიდორი (200 გ.)

  • ყველი ჩედარი (150 გ.)