ჩახოხბილი

1 საათი

გურული-ღვეზელი.jpg

მომზადების მეთოდი:


1. დაჭერით ხახვი და ზეთიან ტაფაზე მოთუშეთ საშუალო ტემპერატურაზე 4-5 წუთის განმავლობაში.

2. მოათავსეთ ქათამი ტაფაზე, კარგად მოურიეთ და დააცადეთ სანამ ქათამი არ მიიღებს შეფერილობას (სულ ოდნავ მოიბრაწება).

3. დახეხეთ პომიდორი და დაუმატეთ ქათამს.

4. დაუმატეთ წითელი წიწაკა.

5. მოამზადეთ კერძი 35-40 წუთი.

6. დროის გასვლის შემდეგ ჩახოხბილს დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

7. კარგად ამოურიეთ და თქვენი უგემრიელესი ჩახოხბილი მზადაა 😊


გემრიელად მიირთვით!

ინგრედიენტები:

  • საშუალო ზომის ქათამი (1 ც.)

  • დიდი ზომის ხახვი (1 ც.)

  • საშუალო ზომის პომიდორი (5 ც.)

  • წითელი წიწაკა ჩილი (1 ც.)

  • მარილი