ჩიხირთმა

1 საათი 20 წუთი

გურული-ღვეზელი.jpg

მომზადების მეთოდი:

1. მოხარშეთ ქათამი საშუალო ტემპერატურაზე 35-40 წუთი.

2. პარალელურად, ტაფაზე დაასხით ზეთი და კარაქი.

3. დაელოდეთ სანამ კარაქი გადნება, მანამდე კი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით ხახვი.

4. ხახვი მოათავსეთ ტაფაზე და მოთუშეთ სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას (შენიშვნა: ყურადღება მიაქციეთ, რომ ხახვი არ დაგებრაწოთ).

5. როდესაც ქათამი მოიხარშება ამოიღეთ ქვაბიდან და ქათმის ბულიონში ჩაყარეთ მოთუშული ხახვი.

6. 500 მლ. ცივ წყალში ჩაყარეთ ფქვილი და კარგად მოურიეთ სანამ ბოლომდე არ გაიხსნება.

7. ჩაასხით აღნიშნული სითხე ბულიონში, დაუმატეთ მარილი გემოვნებით და დააცადეთ რომ ბულიონმა იდუღოს 20 წუთი.

8. დროის გასვლის შემდგომ, ახალი ქვაბის დახმარებით საცერში გადაწურეთ ბულიონი.

9. გატეხეთ კვერცხი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ძმარი და ათქვიფეთ.

10. ათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ 1-2 სუფრის კოვზი ბულიონი, კარგად მოურიეთ და შემდგომ კვერცხი მთლიანად ჩაასხით ბულიონის ქვაბში (შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ კვერცხი უნდა ჩაასხათ მორეულ ბულიონში რათა კვერცხი კარგად გაიხნსას).

11. სუპს დაუმატეთ დაჭრილი ქინძი და მიიყვანეთ დუღილამდე.

12. სანამ ადუღდება, გასინჯეთ და საჭიროების შემთხვევაში დაუმატეთ მარილი ან/და ძმარი.

13. ადუღებისთანავე გადმოდგით ქვაბი გაზიდან და აცადეთ 10-15 წუთი რათა გემოები კარგად გაუჯდეს.

14. მოხარშული ქათამი დაჭერით სასურველ ნაჭრებად და მოათავსეთ უგემრიელეს სუპში.


ჩიხირთმა მზადაა, გემრიელად მიირთვით! 😊

ინგრედიენტები:

  • საშუალო ზომის ქათამი (1ც.)

  • დიდი ზომის ხახვი (1ც.)

  • ხორბლის ფქვილი (2 სუფრის კოვზი)

  • ქინძი (გემოვნებით)

  • მარილი

  • კარაქი (2 სუფრის კოვზი)

  • მზესუმზირის ზეთი (1 სუფრის კოვზი)

  • ძმარი (1-4 სუფრის კოვზი. დამოკიდებული ძმარზე და გემოვნებაზე)

  • კვერცხი (3ც.)