მილფეი-საბოლოო.jpg

ინგრედიენტები:

  • რძე (500მლ.)

  • კვერცხი (2ც.)

  • შაქარი (1 სუფრის კოვზი)

  • სოდა (1/2 ჩაის კოვზი)

  • ძმარი (1/2 ჩაის კოვზი)

  • ფქვილი (1 სუფრის კოვზი)

მომზადების მეთოდი:

1. ჩაასხით რძე ჭურჭელში (შენიშვნა: რძე უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის).

2. გატეხეთ კვერცხი და დაამატეთ ჯამში რძესთან ერთად.

3. დაუმატეთ შაქარი და კარგად მოურიეთ.

4. ნახევარ ჩაის კოვზზე მოათავსეთ სოდა, დარჩენილ ნახევარზე დაასხით ძმარი და სწრაფადვე დაუმატეთ მორეულ მასას.

5. აღნიშნული მასა კარგად ათქვიფეთ.

6. ბლინის ტაფა კარგად გააცხელეთ, რათა ცომი არ მიიკრას.

7. გაცხელებული ტაფის ცენტრში ჩამჩის დახმარებით დაასხით მასა და გაანაწილეთ მთლიან ტაფაზე იმისთვის, რომ ბლინი გამოვიდეს თხელი.

8. 1-2 წუთში გადმოაბრუნეთ ბლინი და კვლავ 1-2 წუთის განმავლობაში დააცადეთ მეორე მხარეს კარგად დაბრაწვა.

9. გადმოიღეთ ბლინები თეფშზე და შეავსეთ სხვადასხვა შიგთავსით 😊.


გემრიელად მიირთვით!

ბლინები - კრეპები

10-15