მილფეი-საბოლოო.jpg

ინგრედიენტები:

  • თაფლი(200 გ.)

  • ნიგოზი(400 გ.)

  • შაქარი(1 ს/კ)

მომზადების მეთოდი:

1. შედგით ნიგოზი ღუმელში 200 გრადუსზე 15 წუთით.

2. დაელოდეთ სანამ ნიგოზი გაგრილდება, რათა მარტივად გააცალოთ კანი.

3. დაჭერით ნიგოზი წვრილად.

4. მოათავსეთ თაფლი ტაფაზე და ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე ინტენსიურად ურიეთ სანამ თაფლი არ მიიღებს ოდნავ თეთრ შეფერილობას.

5. თაფლის ოდნავ გათეთრებისთანავე გადმოდგით გაზქურიდან და აცადეთ 10-15 წუთი რათა თაფლი გაგრილდეს ოთახის ტემპერატურამდე.

6. გაგრილებული თაფლი კვლავ დადგით გაზქურაზე და ასე გაიმეორეთ 3-ჯერ.

7. თაფლის მე-3 გაცხელებაზე, როგორცკი თაფლი გახდება რბილი დაუმატეთ შაქარი და კარგად მოურიეთ რათა შაქარი ბოლომდე გაიხსნას.

8. შაქრის გახსნისთანავე თაფლს დაუმატეთ ნიგოზი და კარგად ამოურიეთ, რათა თაფლი და ნიგოზი სრულად შეერწყას ერთმანეთს.

9. სანამ გოზინაყს მოათავსებთ დაფაზე, დაფა დაასველეთ წყლით, რათა არ მიიკრას გოზინაყი.

10. გადმოიღეთ გოზინაყი დაფაზე და ასევე წყლით დასველებული გასაბრტყელებლით გააბრტყელეთ გოზინაყი.

11. გოზინაყი დაჭერით სასურველ ფორმებად და აცადეთ გაგრილება.


თქვენი უგემრიელესი საახალწლო ნუგბარი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!

გოზინაყი

2 საათი