მილფეი-საბოლოო.jpg

ინგრედიენტები:

  • კარაქი (115 გ.)

  • შაქარი (65 გ.)

  • თაფლი (155 გ.)

  • კვერცხი (1 ც.)

  • სოდა (1/2 ჩ.კ.)

  • დაფქული დარიჩინი(1/2 ჩ.კ.)

  • დაფქული ჯინჯერი(1/2 ჩ.კ.)

  • დაფქული მუსკატის კაკალი (ჯავზი) (1/4 ჩ.კ.)

  • ფქვილი (375 გ.)

მომზადების მეთოდი:

1. გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსამდე.

2. კარაქი და შაქარი მოათავსეთ საშუალო ზომის ჯამში და კარგად ამოურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

3. დაუმატეთ კვერცხი, თაფლი, დარიჩნი, ჯინჯერი, მუსკატის კაკალი და სოდა.

4. კარგად ათქვიფეთ და პარალელურად დაუმატეთ ფქვილი.

5. მიღებული ცომი დაამრგვალეთ, გადააკარით საკვების შესანახი პარკი და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით (შესაძლებელია მთელი ღამითაც).

6. გაციებული ცომი მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდზე, ზემოდან გადააფარეთ კიდევ ერთი პერგამენტის ქაღალდი, რათა ცომი არ მიეკროს გასაბრტყელებელს და ნელ-ნელა გააბრტყელეთ ისე, რომ გამოგივიდეთ 3-5 მმ. სისქის ცომი.

7. გამოსაცხობ ლანგარზე მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდი.

8. გამოჭერით ცომი სასურველ ფორმებად და განათავსეთ გამოსაცხობ ლანგარზე.

9. შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში 175 გრადუსზე 7-12 წუთით.


თქვენი გემრიელი ჯინჯერის საახალწლო ორცხობილები მზადაა, გემრიელად მიირთვით! :)

დარიჩინისა და ჯინჯერის საახალწლო ორცხობილები

1 საათი 30 წუთი