მილფეი-საბოლოო.jpg

ინგრედიენტები:

  • გაყინული კენკრა (600 გ.)

  • შაქარი (60 გ.)

  • კარაქი (50 გ.)

  • ხორბლის ფქვილი (100 გ.)

  • საჭირო ნივთი - ცეცხლგამძლე გამოსაცხობი ჭურჭელი

მომზადების მეთოდი:

1. წინასწარ გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.

2. დიდი ზომის ტაფაზე მოათავსეთ გაყინული კენკრა და დააყარეთ 30 გრამი შაქარი (ნახევარი)

3. კენკრას დაამატეთ ცოტაოდენი წყალი (2 სუფრის კოვზი) და საშუალოზე დაბალ ტემპერატურაზე მოამზადეთ 5-8 წუთის განმავლობაში (ან სანამ კენკრა არ დარბილდება და შაქარი სრულად გაიხსნება)

4. მომზადებული კენკრა გადმოდგით გაზქურიდან და გასაცივებლად.

5. სანამ ელოდებით კენკრის გაციებას, დიდი ზომის ჯამში მოათავსეთ ფქვილი და საშუალო ზომის კუბებად დაჭრილი ცივი კარაქი (შენიშვნა: კარაქი აუცილებლად უნდა იყოს მაცივრიდან ახალგამოღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კარაქი იქნება არასაკმარისად მყარი, თქვენ ვერ მიიღებთ სასურველი კონსისტენციის ქრამბლს (ანუ იგივე ფხვიერ ცომს).

6. თითების დახმარებით კარაქი და ფქვილი ერთმანეთში აურიეთ და ამავდროულად დააქუცმაცეთ, სანამ არ მიიღებთ ფხვიერ ცომს.

7. აიღეთ ცეცხლგამძლე გამოსაცხობი ჭურჭელი და ჩაასხით უკვე გაგრილებული კენკრა.

8. ზემოდან საშუალო სისქის ფენად მოაყარეთ ქრამბლი (ფხვიერი ცომი).

9. კენკრის ქრამბლი მოათავსეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით (ან სანამ ფხვიერი ცომი არ გაოქროსფერდება.


თქვენი უგემრიელესი კენკრის ქრამბლი მზადაა, გემრიელად მიირთვით :)


კომენტარი: კენკრის ქრამბლს ძალიან უხდება ვანილის ნაყინი.

კენკრის ქრამბლი

45 წუთი