მილფეი-საბოლოო.jpg

ინგრედიენტები:

  • რძე (500 მლ.)

  • ვანილის ექსტრაქტი (2 ჩაის კოვზი) / ან / ვანილის ფხვნილი (1 ჩაის კოვზი)

  •  კვერცხის გული (2 ც.)

  • შაქარი (100 გ.)

  • სიმინდის ფქვილი (65 გ.)

  • ჟოლო (170 გ.)

  • მარილი (1 მწიკვი)

  • კარაქი (30 გ.)

  • შაქრის ფხვნილი (1 სუფრის კოვზი)

  • ფენოვანი ცომი (500 გ.)

მომზადების მეთოდი:

1. ჯამში მოათავსეთ 2 ცალი კვერცხის გული და დაუმატეთ შაქარი.

2. ათქვიფეთ სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

3. ათქვეფის პარალელურად, ნელ-ნელა დაუმატეთ სიმინდის ფქვილი და მარილი.

4. ჩაასხით რძე ქვაბში და მიიყვანეთ ნელ დუღილამდე.

5. ცხელი რძის დაახლოებით ⅓ ჩაასხით ათქვეფილ მასაში, კარგად მოურიეთ და მიღებული მასა მთლიანად ჩაასხით რძიან ქვაბში.

6. მორევის პარალელურად მიიყვანეთ მასა დუღილამდე.

7. დუღილამდე მისვლისთანავე გადმოდგით გაზიდან ქვაბი და დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი (ან ფხვნილი) და მოურიეთ.

8. დააცადეთ კრემს 10 წუთი რათა ოდნავ გაგრილდეს.

9. გაგრილების შემდგომ, მორევის პარალელურად დაუმატეთ კარაქი.

10. მიღებული კრემი მოათავსეთ ახალ ჭურჭელში და საკვების შესაფუთი პარკით მთლიანად დაფარეთ იგი (შენიშვნა: პარკი პირდაპირ კრემზე მოათავსეთ ზემოდან, ისე რომ ედებოდეს კრემს, რათა კრემმა არ გაიკეთოს უხეში ფენა).

11. კრემი შედგით მაცივარში, სანამ კარგად არ გაცივდება.

12. წინასწარ გაახურეთ ღუმელი 165 გრადუსზე.

13. გამოსაცხობ ლანგარზე წაუსვით კარაქი და ზემოდან მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდი.

14. ფქვილიან ზედაპირზე მოათავსეთ ფენოვანი ცომი და გააბრტყელეთ ისე, რომ ცომი დაახლოებით გამოვიდეს 2 მილიმეტრის სისქის.

15. გაბრტყელებული ცომი გადაიტანეთ წინასწარ მომზადებულ გამოსაცხობ ლანგარზე.

16. ცომს ზემოდან დაადეთ კიდევ ერთი პერგამენტის ქაღალდი და კიდევ ერთი გამოსაცხობი ლანგარი რათა ცომი ძალიან არ გაიზარდოს სიმაღლეში.

17. გამოაცხეთ ცომი დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში ან სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას.

18. მომზადებული ცომი გამოიღეთ ღუმელიდან და დააცადეთ რომ გაცივდეს.

19. ღუმელი გაახურეთ 240 გრადუსზე.

20. გაგრილებულ ცომს თხელ ფენად მოაყარეთ შაქრის ფხვნილი (დაახლოებით 1 სუფრის კოვზი).

21. ამისთვის რომ მიიღოთ კარამელიზირებული ცომი, შეაბრუნეთ იგი ღუმელში 3-4 წუთით ან სანამ შაქარი ბოლომდე არ დადნება.

22. კარამელიზირებული ცომი დაასვენეთ სანამ არ გაგრილდება (5-10 წუთი).

23. დასვენებული ცომი დაჭერით 3 ტოლ მართკუთხედად.

24. გაციებული კრემი მოათავსეთ საკონდიტრო პარკში (ტორტის მოსართავ პარკში).

25. მოათავსეთ ცომის პირველი მართხკუთხედი თეფშზე და დაიწყეთ კრემის თანაბრად დასხმა.

26. კრემზე ზემოდან მოათავსეთ ჟოლო.

27. ჟოლოზე მოათავსეთ ცომის მეორე მართხკუთხედი და გაიმეორეთ წინა ეტაპები (მოათავსეთ კრემი და ჟოლო)

28. ჟოლოს დაადეთ ცომის მე-3 ანუ ბოლო ფენა.

29. დაგემოვნებამდე მილფეი მოათავსეთ მაცივარში მინიმუმ 2-3 საათით ან მთელი ღამით.

30. დროის გასვლის შემდგომ, სანამ გაჭრით მილფეის, მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და გემრიელად მიირთვით უმაღლესი დონის სახლში მომზადებული დესერტი - მილფეი :)

მილფეი

2 საათი