მილფეი-საბოლოო.jpg

ინგრედიენტები:

  • ვანილის ნაყინი (3-4 ბურთულა)

  • რძე (1 ჭიქა)

  • მიწისთხილის კარაქი (2 სუფრის კოვზი)

  • კარამელიანი შოკოლადი (40 გრ.)

  • შოკოლადის პასტა

  • კარამელის სიროფი

  • ათქვეფილი ნაღები (სურვილის შემთხვევაში)

მომზადების მეთოდი:

1. მოათავსეთ ნაყინის ბურთულები მიქსერში.

2. დაასხით ცივი რძე.

3. დაამატეთ მიწისთხილის კარაქი და შოკოლადის ნატეხები.

4. ყველაფერი ერთად კარგად დააბლენდერეთ.

5. მორთეთ სასურველი ჭიქა შოკოლადის პასტით და კარამელის სიროფით.

6. ჩაასხით დაბლენდერებული მასა ჭიქაში.

7. გააფორმეთ ათქვეფილი ნაღებით.
(არ დაგავიწყდეთ საწრუპი 😊 )


გემრიელად მიირთვით!

მილქშეიკი - კარამელი და მიწისთხილის კარაქი

15 წუთი