მილფეი-საბოლოო.jpg

ინგრედიენტები:

  • მიწისთხილის კარაქი (300გ.)

  • შაქარი (100გ.)

  • კვერცხი (1ც.)

  • პერგამენტის ქაღალდი

მომზადების მეთოდი:

1. წინასწარ გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

2. დიდი ზომის ჯამში მოათავსეთ მიწისთხილის კარაქი.

3. ჯამში ასევე დაამატეთ შაქარი და კვერცხი.

4. სამივე ინგრედიენტი ამოურიეთ ერთმანეთში, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას (შენიშვნა: მასის მორევა უფრო მარტივი იქნება ჩანგლით ან კოვზით).

5. ღუმელის ლანგარზე მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდი.

6. მიღებული ცომის მასა დაამრგვალეთ პატარა ბურთულებად და და განათავსეთ პერგამენტის ქაღალდზე.

7. ბურთულები ოდნავ დააბრტყელეთ კოვზით ან ჩანგლით.

8. ლანგარი შედგით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში და დააცადეთ 8-10 წუთი.

9. გამომცხვარი ორცხობილები გამოიღეთ ღუმელიდან და აცადეთ დამატებით 15 წუთი, რათა ორცხობილები გაცივდეს, მხოლოდ ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი, რომ ორცხობილები განათავსოთ თქვენთვის სასურველ თეფშზე და გემრიელად მიირთვათ.

მიწისთხილის კარაქის ორცხობილა

45 წუთი