მილფეი-საბოლოო.jpg

ინგრედიენტები:

  • კარაქი (5 ს.კ.)

  • შაქარი (2 ს.კ.)

  • ნაღები (60 მლ.)

  • შავი შკოლადი (215 გ.)

  • კვერცხი (4 ც.)

  • ყავისფერი შაქარი (75 გ.)

  • მარილი (1/2 ჩ.კ.)

  • ვანილის ფხვნილი (1 ჩ.კ.)

  • ფქვილი (2 ს.კ.)

მომზადების მეთოდი:

1. სასურველი ფორმის ღუმელგამძლე ჭურჭელს წაუსვით გვერდებსა და ძირზე გამნდარი კარაქი და დაუმატეთ შაქარი ისე, რომ ძირს მთლიანად ფარავდეს.

2. წინასწარ დატეხეთ შოკოლადი პატარა ნაჭრებად და მოათავსეთ ჯამში.

3. ამასობაში მოამზადეთ პატარა ზომის ქვაბი და ჩაასხით ნაღები.

4. საშუალო ტემპერატურაზე მიიყვანეთ ნაღები დუღილამდე და გადმოდგით გაზქურიდან.

5. ადუღებული ნაღები მოასხით 45 გ. შოკოლადის ნატეხებს, კარგად ამოურიეთ სანამ არ გადნება შოკოლადი სრულად, დაელოდეთ სანამ ოდნავ გაცივდება და შემდგომ შეინახეთ მაცივარში მინ. 30 წუთით.

6. წინასწარ გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე.

7. მიკროტალღურ გამძლე ჭურჭელში მოათავსეთ დარჩენილი 170 გრამი შოკოლადის ნატეხი, დაუმატეთ 5 ს.კ. კარაქი და 30 წამიანი ინტერვალებით შედგით მიკროტალღურ ღუმელში, სანამ შოკოლადი და კარაქი სრულად არ გადნება. (შენიშვნა: ინტერვალებს შორის მოურიეთ რათა უფრო მარტივად და სწრაფად გადნეს).

8. საშუალო ზომის ჯამში მოათავსეთ 2 კვერცხი და 2 კვერცხის გული, დაუმატეთ ყავისფერი შაქარი, მარილი, ვანილის ფხვნილი დატ ათქვიფეთ ყველაფერი ერთად მიქსერის დახმარებით საშუალოზე ოდნავ მაღალ სიჩქარეზე (ათქვეფას დასჭირდება დაახლოებით 7-8 წუთი).

9. გამდნარი შოკოლადისა და კარაქის მასა მოათავსეთ ათქვეფილ მასაში, დაუმატეთ ფქვილი და ფრთხილად, სამზარეულოს ნიჩბის დახმარებით შეურიეთ ერთმანეთს (შენიშვნა: არ შეიძლება მოცემული მასის ათქვეფა ან უხეშად მორევა, რადგან კვერცხის მასა შეიძლება ჩავარდეს).

10. წინასწარ მომზადებულ ფორმაში, რომელსაც უკვე წაუსვით კარაქი და მოაყარეთ შაქარი, მოათავსეთ თქვენ მიერ მომზადებული მასა ნახევრამდე.

11. ფორმაში, მასის შუაგულში, მოათავსეთ მაცივარში შედგმული შოკოლადის გაციებული მასა (დაახლოებით ½ ჩ.კ.) და ზემოდან ხელახლა მოასხით თხევადი ათქვეფილი მასა / ცომი.

12. გამოსაცხობი ფორმა შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 12 წუთით (შენიშვნა: იმის მისახვედრად მზადაა თუ არა დესერტი, დააკვირდით ნამცხვრის კუთხეებს, თუ ისინი მოცილდა გამოსაცხობ ფორმას ესე იგი თქვენი ლავა ქეიქი მზადაა ღუმელიდან გამოსაღებად).

13. გამოღებიდან 1-2 წუთის განმავლობაში დააცადეთ დესერტს გაციება და მხოლოდ ამის შემდგომ გადმოიტანეთ ფორმიდან სასურველ თეფშზე.


მალევე მიირთვით, რათა შოკოლადი იყოს თხევადი :)

ნამცხვარი ლავა - "ლავა ქეიქი"

1 საათი