მილფეი-საბოლოო.jpg

ინგრედიენტები:

  • ნუტელა (300გ.)

  • კვერცხი (1ც.)

  • ხორბლის ფქვილი (140გ.)

  • პერგამენტის ქაღალდი

მომზადების მეთოდი:

1. წინასწარ გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

2. დიდი ზომის ჯამში მოათავსეთ ნუტელა და კვერცხი.

3. კარგად ამოურიეთ ერთმანეთში, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. (შენიშვნა: მასის მორევა უფრო მარტივი იქნება ჩანგლით ან კოვზით).

4. ნაწილ-ნაწილ დაამატეთ ჯამში ფქვილი და კარგად მოურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან შოკოლადის მასას (ცომს) (შენიშვნა: ფქვილის ერთიანად ჩაყრით გაცილებით რთული იქნება ამორევა და ერთიანი მასის მიღება).

5. პერგამენტის ქაღალდი მოათავსეთ ღუმელის ლანგარზე.

6. მიღებული შოკოლადის ცომი საშუალოზე ოდნავ პატარა ზომის წრეებად განათავსეთ პერგამენტის ქაღალდზე და შედგით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთით. (შენიშვნა: ყურადღება მიაქციეთ, რათა თქვენი ორცხობილა არ დაიწვას).

7. გამომცხვარი ორცხობილა გამოიღეთ ღუმელიდან და აცადეთ დაახლოებით 10 წუთი, რათა თქვენი ორცხობილები გაცივდეს.

8. გაციებული ორცხობილები განათავსეთ თქვენთვის სასურველ თეფშზე და გემრიელად მიირთვით :) !

ნუტელას ორცხობილები

45 წუთი