მილფეი-საბოლოო.jpg

ინგრედიენტები:

  • მაწონი (500გრ.)

  • სოდა (1 ჩაის კოვზი)

  • კვერცხი (2ც.)

  • შაქარი (1 სუფრის კოვზი)

  • ფქვილი (3-4 სუფრის კოვზი)

  • მარილი (1 მწიკვი)

მომზადების მეთოდი:

1. ჩაასხით მაწონი მოზრდილი ზომის ჯამში (შენიშვნა: მაწონი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის).

2. დაამატეთ სოდა, მარილი და ამოურიეთ.

3. გატეხეთ კვერცხი და ჩაასხით მაწონში.

4. კარგად ათქვიფეთ.

5. ათქვეფის პარალელურად ნელ-ნელა ჩაამატეთ ფქვილი რათა მიიღოთ სასურველი კონსისტენცია (შენიშვნა: ფქვილის რაოდენობა განსაზღვრავს ოლადების სისქეს, რაც მეტია ფქვილი მით ფუმფულა იქნება თქვენი ოლადები).

6. საშუალო ცეცხლზე გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი და მიღებული მასა კოვზით დაასხით ტაფაზე.

7. 2-3 წუთში ამოატრიალეთ ოლადი და კიდევ დამატებით 2-3 წუთი ადროვეთ რათა კარგად დაიბრაწოს მეორე მხრიდანაც.

8. გადმოიღეთ ოლადები თეფშზე და მოასხით მურაბა გემოვნებით.


გემრიელად მიირთვით!

ოლადები

15 წუთი