
ინგრედიენტები:
500 მლ. რძე
500 გრამი შაქარი
2 ს/კ არაჟანი
8 კვერცხი
500 გ. კარაქი
250 გ. ქიშმიში
1 ჩ/კ მარილი
2 კგ. ფქვილი
3 ს/კ მშრალი საფუარი
1 ს/კ დაფქული ჯავზი/მუსკატი
1 ს/კ დაფქული ილი (კარდამონი)
¼ ს/კ დაფქული კოჭა
½ ჭიქა ზეთი
მომზადების მეთოდი:
1. მოზილეთ ცომი და შეინახეთ თბილ ადგილას, რომ ამოვიდეს.
2. შემდეგ მოზილეთ ხელმეორედ და გააჩერეთ, სანამ ცომი არ გაორმაგდება მოცულობაში.
3. 2-ჯერ მოზელვის შემდეგ მოაყარეთ ქიშმიში, გადაიტანეთ ფორმებში და კიდევ ერთხელ დაელოდეთ ცომის ამოსვლას.
4. გამოაცხვეთ ღუმელში 160⁰ C, 50 წუთი.
გემრიელად მიირთვით! :)
სააღდგომო პასკა
2.5-3 საათი